AS: მამარდაშვილს ორიოდ შეცდომა არ აპატიეს - ცნობილი გახდა კონტრაქტის გამოსყიდვის ორი ვარიანტი

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის შესახებ დღეს AS-მა წერილი გამოაქვეყნა. ჟურნალისტი ნაჩო სანჩესი წერს, რომ 21 წლის ქართველმა მეკარემ სეზონის სტარტზე შესანიშნავი თამაშით ყველა გააკვირვა, მაგრამ შემდეგ სასტარტოში ადგილი იასპერ სილესენმა დაიბრუნა, ესპანეთის თასზე კარში ხაუმე დომენეკს აყენებენ, ქართველი ძირითადი შემადგენლობიდან გაქრა, მაგრამ მაინც შეიძენენ.

ეს კლუბს 850 ათასი ევრო დაუჯდება. ფეხბურთელის გარემოცვა კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა და მშვიდად არიან.

სანჩესი აღნიშნავს, რომ დაშვებული ორიოდ შეცდომის გამო მამარდაშვილი საბოლოოდ დუბლიორი გახდა, თუმცა მას მწვრთნელი ხოსე ბორდალასი ძალიან აფასებს და კლუბში დიდი მომავლის გოლკიპერად მიიჩნევენ.

მისი კონტრაქტის გამოსყიდვის ორი ვარიანტია - თანხის ორ ტრანშად გადახდა იანვარსა და მაისში ან ერთად დაფარვა მაისში. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა. გარკვეულია, რომ გიორგის სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
და რატომ უნდა აპატიონ აზრზე ხართ რას წერთ აქვს შეცდომები რადგან ევროპულ გუნდებში თამაშის გამოცდილება არ აქვს მართლა კარგი მონაცემები აქვს თუ ტაბურეტკაზე არ იჯდება არ იზარმაცებს იმუშავებს ინდივიდუალურად საკუთარ თავზე თავის ადგილსაც დაიმკვიდრებს ეგეთი შეცდომებით კიდევ რომ დარჩა გუნდში მადლობა თქვით თამაშის ტემპი სხვაა კარებთან განვითარებული შეტევების ტაქტიკა სხვა და ვერ ამუღამებს ვერ ასწრებს სწორ რეაგირებას და სწორი შეტევის გათვლას თეორიულად და სულ ეგაა შეცდომები ქართულ მდორე ფეხბურთზეა გაზრდილი
ანდააა
12:25 29-12-2021
1
რა ორიოდე შეცდომა? სერიოზული შეცდომები ჰქონდა რამდენიმე თამაშში ზედიზედ.
არავინ არ დაუცდის როდის წააგებინებს კიდევ გუნდს.
მამარდაშვილის ადგილი სკამზეა!! ტაბურეტკას გავუგზავნი თუ უნდა.
კარგია სკამზე ჯდომა?
16:52 28-12-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული