ბელგიური მედია ჩაკვეტაძის წასვლას რეალურად განიხილავს

AutoSharing Option
ბელგიური nieuwsblad-ი წერს, რომ ბელგიაში სატრანსფერო ფანჯარა 4-დან 31 იანვრამდე იმოქმედებს და გუნდები ყველაფერს გააკეთებენ, რათა სეზონის მეორე ნაწილისთვის გაძლიერდნენ და "გადამწყვეტი დარტყმისთვის" მოემზადონ.

გამოცემა ტრანსფერებს ალბათობის მიხედვით განიხილავს და ერთ-ერთ ყველაზე რეალურად გიორგი ჩაკვეტაძის მიერ "გენტის" დატოვება წარმოუდგენია:

"ჩაკვეტაძეს სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა მწვრთნელის დარწმუნებას იშვიათად ახერხებდა. ბევრი ტრავმის შემდეგ, ქართველმა ნახევარმცველმა სტაგნაცია განიცადა."

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ჩაკვეტაძე ეტაპობრივად ფორმაში შესვლას ახერხებდა და 27 ოქტომბერს სათასო შეხვედრაშიც გაიტანა, თუმცა შემდეგ მთავარი მწვრთნელის ნდობა დაკარგა. ბელგიის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 2
საგოლე პასია. გიორგიმ საქართველოს ნაკრებში უკანასკნელად 9 ოქტომბერს, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ (0:2) ითამაშა.

altvoetbalnieuw: ჩაკვეტაძეს გრანდების რიგი ედგა, ახლა კი ახალი დამსაქმებლის მოძებნა გაუჭირდება

altvoetbalbelgie-მ ჩაკვეტაძე "გენტიდან" წამსვლელთა შორის დაასახელა

altМатч ТВ: ჩაკვეტაძე ზამთარში ევროპის ტოპ-ლიგის გუნდში გადავა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ჭკვიანი ბიჭია,იცის რომ გენტში არავითარი პერსპექტივა არაა თვითონ გუნდიდან და მენეჯმენტიდან გამომდინარე და წასვლა გადაწყვიტა. მონწონს გიორგის გადაწყვეტულება. არ შეეტენა ევროპელებს. თავისუფლება ამჯობინა
გრიგოლი1408
01:36 31-12-2021
2
ბელგიელი ვირთხები.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული