თუ ხვიჩა ინგლისში გადავა, ყველა ვინანებთ - რუსული მედია

AutoSharing Option
რუსულმა Business-gazeta-მ "რუბინის" ფეხბურთელების გასული წელი ინდივიდუალურად შეაფასა.

გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს:

"რუბინის" მთავარმა ვარსკვლავმა 2020/21 წლების სეზონის მეორე ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარა და გუნდს საუკეთესო ოთხეულში ადგილის დაკავებაში დაეხმარა.

ზაფხულში კვარაცხელიას ევროპაში წასვლაზე საუბრობდნენ და მას "მილანს", "ევერტონსა" და "ტოტენჰემს" უკავშირებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

ახლა ყაზანელთა ქართველი გარემარბი მოწყენილია და საკუთარ თამაშს დიდი ხანია ეძებს. ამის მიუხედავად, ხვიჩას მიმართ ინტერესი მაინც დიდია - ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის ამ ზამთარსვე ინგლისში გაემგზავრება და ყველა ვინანებთ, თუ რა ვარსკვლავი დაკარგა
რუსულმა ფეხბურთმა."

უკანასკნელად Daily Mail-მა კვარაცხელია "ვულვზს" დაუკავშირა, მანამდე კი პრემიერლიგის სხვა კლუბებზეც იწერებოდა.

altDaily Mail-მა კვარაცხელია "ვულვერჰემპტონს" დაუკავშირა

 

altხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ყველაზე დიდი მოტივაციაა

alteurofootballrumours.com: "ვესტ ჰემი" კვარაცხელიას ტრანსფერში 13 მილიონის გადასახდელად მზადაა


მკითხველის კომენტარები / 29 /
"თუ ის ამ ზამთარსვე ინგლისში გაემგზავრება ... ყველა ვინანებთ, თუ რა ვარსკვლავი დაკარგა
რუსულმა ფეხბურთმა."
----------------------

თუ რა ვარსკვლავი დაკარგა
რუსულმა ფეხბურთმა. - ო.


რუსულმა ფეხბურთმა.

------------------------------------------


ოჩენ ოჩენ, დიდი ტრაგედია ყოფილა ძალიან(!)


რაის ევროპა ... რაის ჩემპიონთა ლიგა ... რაის ელ -კლასიკო... რაის ოქროს ბურთი... რაის ტოპ ლიგა...


რუსეთი ყოფილა მსოფლიოს ჭიპი მთელი საფეხბურთო სამყარო ესეიგი რა.




Eseigi.
10:34 27-01-2022
0
საწყალი რუსები.
Jimi
09:47 27-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული