ჩერჩესოვის "დაწუნებული" დვალიც ვაისთან? - "სლოვანი" "სპარტაკს" შეხვდება

AutoSharing Option
ბრატისლავის "სლოვანი", სადაც გურამ კაშია და ჯაბა კანკავა გამოდიან, სეზონის განახლებისთვის ემზადება. როგორც კლუბის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, ვლადიმირ ვაისის შეგირდები დუბაიში გაემგზავრებიან, სადაც სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერები 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.

ლატვიის "რიგა", მოსკოვის "სპარტაკი" და სომხეთის "არარატ-არმენია" - "სლოვანი" ამ გუნდებს დაუპირისპირდება. "რუსეთის 22-გზის ჩემპიონმა "სპარტაკმა" ევროპა ლიგის ჯგუფი, სადაც "ნაპოლი", "ლესტერი" და "ლეგია" გამოდიოდნენ, წარმატებით დაძლია" - წერენ ბრატისლაველები.

უნგრული Sport. Mandiner-ი კი ამტკიცებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ფერენცვაროშის" მცველი ლაშა დვალი, რომელიც გუნდის რუსი მთავარი მწვრთველის, სტანისლავ ჩერჩესოვის
გეგმებში აღარ შედის, ვლადიმირ ვაისის გუნდთან ახლოსაა.

რაც შეეხება გიორგი წიტაიშვილის საკითხს, Sport.Aktuality-ს თანახმად, "სლოვანში" ამ სატრანსფერო შეთავაზების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ და საქართელოს ნაკრების შემტევს არც გაძლიერების გეგმაში მოიაზრებენ.

altქართველებს შეიძლება პრობლემები შეექმნათ - რუსი ფეხბურთელის მტკიცებით, ჩერჩესოვი მოთამაშეებს ადამიანებად არ მიიჩნევს

altლაშა დვალი: ჩემი სურვილია, "ფერენცვაროშზე" უკეთეს გუნდში გადავიდე

მკითხველის კომენტარები / 3 /
როდესაც ამ კაცზე ვტქვი რომ ქართველებს გუნდში არ გაახარებსთქო დიზლაიქებით ამავსეს. ჩვენები სასჩრაფოდ უნდა გაეცალონ ამ კაცს
muro
05 იანვარი 2022 21:21
4
ჩერჩესოვს ვგულისხმობ
muro
06 იანვარი 2022 01:12
0
გიორგი ხარაიშვილი où est-il? სადაა ეს კაცი? ვინმე არ დაწერთ კაცო
კაპიტან გარდენბურგი
05 იანვარი 2022 10:59
0

სიახლეები პოპულარული