ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ჩაკვეტაძეს იჯარით წასვლა უნდა, მაგრამ..." - ბელგიური პრესა ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერს

AutoSharing Option
ბელგიური voetbalprimeur.be გიორგი ჩაკვეტაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქართველი ფეხბურთელის მომავალზე წერს.

როგორც აღნიშნულ სტატიაში ვკითხულობთ, ჩვენებურს იჯარით წასვლა და მეტი სათამაშო დრო სურს, თუმცა "გენტი" ამაზე უარზეა.

ამის მიზეზი კი ბელგიელების მხრიდან ქართველი ფეხბურთელში ჩადებული ინვესტიციებია.

"გენტის" მწვრთნელი ხშირად ამბობს, რომ ჩვენებურს სავარჯიშო მონდომება აკლია და მას სათამაშო დროს თითქმის არ აძლევს.

ჩაკვეტაძე ბოლოს მოედანზე 2021 წლის 9 დეკემბერს "ფლორასთან" კონფერენს ლიგის მატჩში გამოჩნდა მოედანზე და მას შემდეგ კლუბის განაცხადში ვერ ხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ