ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სილესენი "ომიკრონით" დაინფიცირდა - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი

AutoSharing Option
"ვალენსიას" 5 ფეხბურთელი კოვიდინფიცირებულია, მათ შორის, მეკარე იასპერ სილესენიც - ამის შესახებ გავლენიანი Marca წერს.

ნიდერლანდელი კიპერის გარდა, ვირუსზე დადებითი გომესი, კოსტა, ჩერიშევი და ვასი არიან.

გამოცემის თანახმად, ესპანური კლუბებიდან "ღამურებში" "ომიკრონის" შტამი ყველაზე მეტად მძვინვარებს.

ხოსე ბორდალასის გუნდი 16 იანვარს, "კოპა დელ რეის" ეგიდით "ბალაერესს" ესტუმრება, 4 დღის შემდეგ კი ლა ლიგაში "სევილიას" უმასპინძლებს. სილესენის არყოფნაში თამაშის შანსი გიორგი მამარდაშვილსა და ხაუმე დომენეკს უნდა მიეცეთ.

alt"ვალენსიას" ჩერიშევმა მოაგებინა, მამარდაშვილის კონკურენტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა [VIDEO]

alt

ითამაშებს თუ არა მამარადშვილი?" style="height: 50px; width: 50px;" />ბორდალასი შემადგენლობის როტაციას მიმართავს - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი?

altბორდალასმა მამარდაშვილის იჯარით შესაძლო გაშვებასა და "ბარსელონას" ტრანსფერებზე ისაუბრა


ასევე დაგაინტერესებთ