ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვარაცხელია თურქეთში ვარჯიშს შეუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 20 წლის გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "რუბინს" გუშინ თურქულ შეკრებაზე შეუერთდა, სადაც მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი გულთბილად შეხვდა. გარკვეული პერიოდი გუნდი დღეში ორჯერადად ივარჯიშებს. დღეს დილით ხვიჩამ თანაგუნდელებთან ერთად კოკისპირულ წვიმაში ივარჯიშა.

გუნდთან ერთადაა სინჯებზე მყოფი "ზენიტი 2"-ის 20 წლის მცველი ილია ვახანია. აფრიკის თასზე ტუნისის ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობს მონტასარ ტალბი, რომელიც შეკრებაზე ტურნირის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.

პირველ ამხანაგურ მატჩს "რუბინი" 20 იანვარს "ფაკელთან" ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ