ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა

AutoSharing Option
31 წლის ლევან ყენიამ კარიერა განაახლა და სეზონის მეორე ნახევარში გერმანიის მე-4 ბუნდესლიგის ბინადარ "უერდინგენში" იასპარეზებს.

ჩვენებურმა 8 იანვარს ამხანაგურ შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც მისი გუნდი "ობერჰაუზენთან" 1:6 დამარცხდა.

ლევანი მეორე ტაიმის დასაწყისში გამოვიდა მოედანზე, როდესაც ანგარიში 1:1 გახლდათ.

"უერდინგენს" 15 და 16 იანვარს ორი ამხანაგური მატჩი აქვს ჩანიშნული, 22 იანვარს კი შიდა ჩემპიონატს განაახლებს.

კლუბი მე-4 ლიგაში ღრმა აუტსაიდერია და 9 ქულით ბოლო, მე-20 ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყენია "უერდინგენში" მწვრთნელადაც მუშაობდა და ის კლუბის დამრიგებლის,
დიმიტრი ვორონოვის ასისტენტი გახლდათ. რუსი ნოემბერში გაათავისუფლეს და ახლა გერმანულ გუნდს სათავეში ალექსანდრ ვოგტი უდგას.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი რა ხალხო!კაცმა ამდენი წელი იბრძოლა,უამრავი ოპერაცია და სამკურნალო კურსი გაიარა,რომ როგორმე მწყობრში ჩამდგარიყო.ახლა მწვრთნელობას იწყებს და ნულიდან აწყობენ გუნდს.ლევანს იმდენი კლასი კი აქვს,რომ სისწრაფე თუ აღარ ექნება,პასები მაინც დაურიგოს თანაგუნდელებს.ყოველ შემთხვევაში შეეცდება მაინც და თან ფეხბურთის თამაშის წყურვილსაც მოიკლავს.რა ნახეთ ამაში ცუდი,საძრახისი ან დასაცინი?თქვენ ხომ ჯანმრთელები ხართ,გადით და მასზე მეტი გააკეთეთ!ვინმეს რაიმე დაუშავა,ასე ბოღმას და სარკაზმს რომ ანთხევთ?კაცი ახალ საქმიანობას იწყებს და თუ ძველი ხელობით რაიმეში დაეხმარება,ამაში რა არის ცუდი?მეოთხე ლიგაა,ბუნდესლიგაში ხომ არ იწყებს.თუ მისი კარიერა არ გახსოვთ,შალკეში 19 წლისა,უკვე ძირითადში თამაშობდა და ეს გუნდი,ბაიერნს ებრძოდა ჩემპიონობისათვის.ის და ივან რაკიტიჩი,რომელიც მასზე ცოტა უფროსია,თანაბარ დროს ატარებდნენ მოედანზე.მერე ლევანმა ის დაწყევლილი ტრავმა მიიღო,რაკიტიჩი კი,ჯერ სევილიას,მერე ბარსელონას ვარსკვლავი იყო,ახლა, კვლავ სევილიას კაპიტანია.ამ დონის ტალანტის კონკურენტი იყო და თქვენი დასაცინი რაც სჭირს?ქათამმა წყალი დალია და ცას შეხედაო!თქვენც აიხედეთ რა ,მაღლა!
სოსო
14 იანვარი 2022 14:12
0
Eseti ragaceebi ar unda dacero prosta ra vixac ro (kaifobs prosta)
Achi
14 იანვარი 2022 04:08
2
ვუყურე თამაშს და ძალიან მაგრა ითამაშა, სათადარიგო იყო როგორც ყველა კლუბში, მაგრამ დაგლიჯა.
იმედია ჩადგება ფორმაში და ნაკრებს დაეხმარება.
პ.ს. მე 4 ლიგაში ბოლო ადგილზეა გუნდი და მანდ ზამენაზეა ტიპი. ვაიმე
მეგრელი
14 იანვარი 2022 01:21
6

სიახლეები პოპულარული