ზივზივაძემ შეიძლება უნგრეთში გუნდი გამოიცვალოს

AutoSharing Option
27 წლის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ შეიძლება უნგრეთში გუნდი შეიცვალოს, - იტყობინება csakfoci.hu.

გამოცემის ცნობით, "ფეჰერვარის" ქართველი ფორვარდით ძალიანაა დაინტერესებული "ზალაეგერშეგი". თუმცა, ბუდუს საზღვარგარეთული კლუბებიც იწვევენ.

"ზალაეგერშეგმა" "ფეჰერვარისგან" უკვე აიყვანა იჯარით შემტევები დანიელ ზსორი და ადამ ჰალმაი და არაა გამორიცხული ზივზივაძეც გადაიბიროს.

ზივზივაძე "ფეჰერვარში" "მეზეკოვეშდიდან" 2020 წელს გადავიდა, ამ სეზონში ჩემპიონატის 12 მატჩში 2 გოლი გაიტანა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 4 შეხვედრაში დააყენეს.

17 ტურის შემდეგ "ფეჰერვარი" 29 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო "ზალაეგერშეგი" 23 ქულით მეხუთეზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული