ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადში ისევ არაა - ფეხბურთელის ბედი გაურკვეველია

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "გენტი" "კორტრიკს" უმასპინძლებს და მასპინძელთა გუნდის განაცხადში კვლავ არაა გიორგი ჩაკვეტაძე. "კორტრიკის" სათადარიგოთა შორისაა 19 წლის ნახევარმცველი ცოტნე ბენდიაშვილი.

ჩაკვეტაძე არც იმ ფეხბურთელებს შორისაა მოხსენიებული, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ითამაშებენ.

გიორგი "გენტმა" ესპანურ შეკრებაზე წაიყვანა, სადაც გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც, მაგრამ "ალკმაართან" ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. Hln-ის ცნობით, მას მცირე ტრავმა ჰქონდა.

voetbalprimeur-ი წერდა, რომ ჩაკვეტაძეს გუნდიდან წასვლა უნდა, მაგრამ არ უშვებენ.

ამ სეზონში ჩაკვეტაძემ ჩემპიონატის მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ახლა უკვე გაახურე საქმე გიო, რამ ჩამოგშალა გამოავლინე ხასიათი ხელფასს თამაშში გიხდიან, ბიჭები 100-1500 ლარზე საზღვარზე დგანან იანვრის სუსხიან ყინვში ავტომატით ხელში. ადექი და ივარჯიშე შე კაცო დაიქირავე პირადი მწვრთვნელები, ექიმები დიეტოლოგები შეხედე ვინიციუსს, რონალდოს, ნგოლო კანტეს, ოდეგაარდს. არამგონია ბელგიელები ისეთი ხეპრეები იყვნენ რომ შენი გაიაფება და თეთრებად გაყიდვა აწყობდეთ. მაინდამაინც ჯანაშია, ჭანტურია და ასეთ არაპროფესიონალების გზას უნდა გაყვე??. ათასობით ახალგაზრდა გიყურებს და ყველა ნატრობს შენს ადგილზე ყოფნას რას ეუბნები ამათ ბავშვებს შენი საქციელით! გასაგებია ტრამვა გქონდა, გავიგეთ და ჯანმრთელობას გისურვებთ მაგრამ შენზე ორჯერ და 10 ჯერ რთული ტრამვები ქონდათ აჩიკო არველაძეს, ბაჯოს, დელპიეროს მაგრამ მაოხერხეს მათი ნიჭის რეალიზება
giga
15 იანვარი 2022 00:42
2
სამწუხაროდ ეს უკვე ფეშენ გოგოებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს დებს და ნამდვილად არ აინტერესებს რეჟიმი, მედიცინა და ვარჯიში. ამას რომ ხელფასი ექნება აქ 10 კაცმა რომ გავსკდეთ მუშაობაში წელიწადში ვერ გამოვიმუშავებთ მაგდენს. ამიტომ იმასაც ვერ ვიტყვით რომ ნორმალური სამედიცინო და დიეტოლოგების სტაფის დაქირავება არ შეუძლიაო. ეგ კიარა რომ მოინდომოს გენტი უქირავებს. არ დამიწყოთ ეხლა გენტი ასე და ისეო. გენტი არის კლუბი აიაქსთან, პორტოსთან, სპორტინგთან და სხვა ასეთ კლუბებთან ერთად ისეთი ყაიდის რომელიც თავს ირჩენს ფეხბურთელების გაზრდითა და გაყიდვით! სამწუხრაო ისაა რომ ჩვენთან ისეთი თაობები მოდის ყველა დედიკოს ბიჭია 40 წლამდე ვიღაცამ უნდა აკეთოს მის ნაცვლად ყველაფერი მერე კი მოდიან აზრზე მაგრამ გვიანია. სხვათაშორის ისეთი პირი უჩანს რომ ამათზე უარესი მშიშარა და ზარმაცი თაობები გვეყოლება მომავალშიც
არსენა
15 იანვარი 2022 13:51
1
კერძო მწვრთნელების დაქირავება კარგი აზრია თუ შედეგი აინტერესებს მარა ფულის გადახდა თუ არ დაენანება როგორც სხვა ქართველ ტალანტებს მოუვიდათ
gigaს
15 იანვარი 2022 11:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული