ჩაკვეტაძე "გენტის" განაცხადში ისევ არაა - ფეხბურთელის ბედი გაურკვეველია

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "გენტი" "კორტრიკს" უმასპინძლებს და მასპინძელთა გუნდის განაცხადში კვლავ არაა გიორგი ჩაკვეტაძე. "კორტრიკის" სათადარიგოთა შორისაა 19 წლის ნახევარმცველი ცოტნე ბენდიაშვილი.

ჩაკვეტაძე არც იმ ფეხბურთელებს შორისაა მოხსენიებული, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ითამაშებენ.

გიორგი "გენტმა" ესპანურ შეკრებაზე წაიყვანა, სადაც გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც, მაგრამ "ალკმაართან" ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. Hln-ის ცნობით, მას მცირე ტრავმა ჰქონდა.

voetbalprimeur-ი წერდა, რომ ჩაკვეტაძეს გუნდიდან წასვლა უნდა, მაგრამ არ უშვებენ.

ამ სეზონში ჩაკვეტაძემ ჩემპიონატის მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ახლა უკვე გაახურე საქმე გიო, რამ ჩამოგშალა გამოავლინე ხასიათი ხელფასს თამაშში გიხდიან, ბიჭები 100-1500 ლარზე საზღვარზე დგანან იანვრის სუსხიან ყინვში ავტომატით ხელში. ადექი და ივარჯიშე შე კაცო დაიქირავე პირადი მწვრთვნელები, ექიმები დიეტოლოგები შეხედე ვინიციუსს, რონალდოს, ნგოლო კანტეს, ოდეგაარდს. არამგონია ბელგიელები ისეთი ხეპრეები იყვნენ რომ შენი გაიაფება და თეთრებად გაყიდვა აწყობდეთ. მაინდამაინც ჯანაშია, ჭანტურია და ასეთ არაპროფესიონალების გზას უნდა გაყვე??. ათასობით ახალგაზრდა გიყურებს და ყველა ნატრობს შენს ადგილზე ყოფნას რას ეუბნები ამათ ბავშვებს შენი საქციელით! გასაგებია ტრამვა გქონდა, გავიგეთ და ჯანმრთელობას გისურვებთ მაგრამ შენზე ორჯერ და 10 ჯერ რთული ტრამვები ქონდათ აჩიკო არველაძეს, ბაჯოს, დელპიეროს მაგრამ მაოხერხეს მათი ნიჭის რეალიზება
giga
00:42 15-01-2022
2
ჩემი აზრით დღეს რაც ხდება ეს გამოუწვეულია იმის შედეგად რომ ძალიან ახალგაზრდა წავიდა ევროპაში 18 წლის ბიჭი რომ ჩავა ევროპის ერთ ერთ უმდიდრეს ქვეყანაში სადაც გაცილებით მაღალი დონეა ცხოვრების ვიდრე საქართველოში უჩნდება გინდა არ გინდა ფეხბურთის იქეთ სხვა ინტერესებიც იქ უფრო მეტი გასართობია თან ამას დაემატა ძალიან ხანგრძლივი ტრამვა ორწელიწად ნახევარი ფეხბურთი არ უთამაშია ნორმალურად და ამოვარდა ბოლომდე ფორმიდან სათამაშო ტონუსიდან ვეღარ უძლებს დატვირთვებს და შეიძლება ინტერესიც დაკარგა ფეხბურთის თამაშის მხოლოდ ნიჭის ხარჯზე დიდი ფეხბურთი არავის უთამაშია ფეხბურთში შრომა და დისციპლინა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნიჭი რონალდუ დილის 6 საათზე იწყებდა ვარჯიშს მანჩესტერში რომ იყო კარიერის პირველ წლებში და დღემდე თავდაუზოგავად ვარჯიშობს ყოველდღე და ყინულში წევს რომ სწრადი აღდგენა მოხდეს ორგანიზმის და თვითონაც უთქვია რომ მასზე ნიჭიერებიც იყვნენ მის დროს რომელთა სახელებიც არავინ არ იცის დღეს უბრალოდ შრომისმოყვარეობა და პროფესიონალიზმი აკლდათ სწორი კვებით დაწყებული ბურთით ვარჯიშით დამთავრებული თუ გინდა დიდი ფეხბურთელი გახდე მითუმეტეს ახალგაზრდა დამწყები ფეხბურთელი 24-7 ზე უნდა ფიქრობდე მხოლოდ ფეხუბრთზე და შრომობდე და თუ სხვა ინტერესებიც გაქვს დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებ არავის უთამაშა შეიძლება სადღაც დაბალი დონის ლიგაში ითამაშო ნიჭის ხარჯზე მარა დიდი ფეხბურთი ჩემპიონთა ლიგა და ტიტულების მოგება მასეთ არაპროფესიონალური მდგმოით შეუძლებელია.
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული