მატჩის დღე! მამარდაშვილს თასზე ველით - ხაუმე დისკომფორტს განიცდის

AutoSharing Option
ესპანეთის თასის მერვედფინალში "ვალენსია" კიდევ ერთ გასვლით შეხვედრას გამართავს და "ბალაერესს" ესტუმრება. დიდი შანსია, გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში ვიხილოთ.

"ღამურების" ძირითად კიპერ იასპერ სილესენს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოგეხსენებათ, "კოპა დელ რეიზე" ხაუმე დომენეკი თამაშობდა, რომელიც, Superdeporte-ს თანახმად, დისკომფორტს განიცდის და შესაძლოა, შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს.

გიორგიმ "ვალენსიას" მაისურით უკანასკნელად 22 სექტემბერს, "სევილიასთან" წაგებულ (1:3) მატჩში ითამაშა. "მამარდამ" ბორდალასის გუნდის კარი სულ ექვსჯერ დაიცვა, საიდანაც ორჯერ კარი მშრალად შეინახა.

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყება.

altსილესენი "ომიკრონით" დაინფიცირდა - ითამაშებს თუ

არა მამარდაშვილი

alt"ვალენსიას" ჩერიშევმა მოაგებინა, მამარდაშვილის კონკურენტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა [VIDEO]

altმამარდაშვილის კონტრაქტის შემდეგ - "ვალენსიას" მეკარე MLS-ში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული