"ღამურების" ძირითად კიპერ იასპერ სილესენს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოგეხსენებათ, "კოპა დელ რეიზე" ხაუმე დომენეკი თამაშობდა, რომელიც, Superdeporte-ს თანახმად, დისკომფორტს განიცდის და შესაძლოა, შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
გიორგიმ "ვალენსიას" მაისურით უკანასკნელად 22 სექტემბერს, "სევილიასთან" წაგებულ (1:3) მატჩში ითამაშა. "მამარდამ" ბორდალასის გუნდის კარი სულ ექვსჯერ დაიცვა, საიდანაც ორჯერ კარი მშრალად შეინახა.
დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყება.
სილესენი "ომიკრონით" დაინფიცირდა - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი
"ვალენსიას" ჩერიშევმა მოაგებინა, მამარდაშვილის კონკურენტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა [VIDEO]