გიორგი ჩაკვეტაძის სახელი თურქულ გრანდს დაუკავშირეს

AutoSharing Option
voetbalbelgie.be-მ იანვარში ბელგიის იუპერ ლიგის გუნდების ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერები გაგვაცნო.

რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესო "გენტის" ქართველი შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე გახლავთ, რომელსაც თავის გუნდში ბოლო პერიოდში შანსს არ აძლევენ.

აღნიშნული საიტი წერს, რომ ჩვენებური ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა, თურქულ გრანდ "ფენერბაჰჩეში" გადაბარგდეს.

ვერ გეტყვით, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, თუმცა როგორც იტყვიან კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო... ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძლიერი პირადი მწვრთნელი ამასთანავე კარგი ფსიქოლოგი აშკარად ეტყობა რომ მაგარი დეპრესიაშია.
კახა
17 იანვარი 2022 01:59
0
ისეთ ფორმაშია და ისე გლიჯავს, ფენერბახჩე კი არა რეალი ნაიყვანს
Nukri
16 იანვარი 2022 21:12
15
მორიგი ზღაპარი..
მადრიდისტი
16 იანვარი 2022 19:00
1
ბოდიᲨი და ფენერბახᲩე იᲫახეᲗ.და.გენტზე მემტი ფულიც.აქვს და სახელიც.
გოჩა
16 იანვარი 2022 18:52
2
მაგარი იქნება თუ ფენერბაჰჩეში გადავა.უნდა იშრომოს გეგმაზომიერად და ფორმასაც მალე დაიბრუნებს,გენტიდან რაც მალე წავა უკეთესი იქნება.
ziko
16 იანვარი 2022 14:22
8
ფენერი ოდესღაც იყო ანგარიშგასაწევი ძალა თურქეთის გარეთ. ეხლა თურქული ჩემპიონატი ვერანაირ ტრამპლინად ვერ გამოდგება. ეგ ერთი და მეორეც, თუ ვარჯიშებზე იხალტურა სადაც გინდა იქ გადასულა საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, დიდ ფეხბურთს მაინც ვერ ითამაშებს. და თუ ვარჯიშს და შრომას აპირებს გენტში გააკეთოს ეგ და ძირითადშიც ათამაშებენ და კარგ ევროპულ გუნდშიც გაყიდიან. მოკლედ ფეხბურთში რამის მიღწევა თუ უნდა ყველაფერი სხვა უნდა დაივიწყოს და შრომას თავი შეაკლას. თუ არადა ან თვითონ რას წვალობს ან თავის გულშემატკივარს რას აწამებს , სხვა საქმეს მოკიდოს ხელი.
არტ
16 იანვარი 2022 19:04
2
რა უნდა იშრომოს, ტიპს ერთი ზედმეტი კუნთი არ აქვს ტანზე. ვინ დაუშალა ვარჯიში, ვინმემ დაუკეტა ტრენაჟორების დარბაზი და შესვლა აუკრძალა? ვიტყუებთ თავს დუჭი იმედებით
კარგით რა
16 იანვარი 2022 16:46
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული