"ვალენსიამ" მამარდაშვილის გარეშე გაიმარჯვა და 1/4 ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/8 ფინალში „ვალენსიამ“ პალმა-დე-მალიორკაში 1:0 დაამარცხა რანგით მესამე დივიზიონის „ატლეტიკო ბალეარესი“ და 1/4 ფინალში გავიდა.

თასზე როგორც წესი „ღამურების“ მწვრთნელი ხოსე ბორდალასი მეკარე ხაუმე დომენეკს ათამაშებს და ამჯერადაც ის ჩააყენა კარში. გუნდის პირველი გოლკიპერი იასპერ სილესენი კორონავირუსითაა დაინფიცირებული, ხოლო გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო.

გოლი პირველ წუთზე უროშ რაჩიჩის პასით თავდამსხმელმა მარკოს ანდრე დე სოუზამ გაიტანა.

შემდეგ მატჩს „ვალენსია“ 20 იანვარს ლა ლიგაზე ჩაატარებს - „სევილიას“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენ ყველას გვიხარია,რომ ვალენსიას რიგებში ირიცხება გიორგი,მაგრამ მხოლოდ კლუბის სახელს რა აზრი აქვს თუ სათამაშო პრაქტიკა არ ექნება... 4 თვეა უკვე არ უთამაშია და სკამზე უწევს ჯდომა. Ამას ჯობია სანამ დროა იჯარით გაუშვას ვალენსიამ სადმე სეზონის ბოლომდე,თუნდაც სეგუნდა დივიზიონის კლუბში,რომ ჰქონდეს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა.ან თუ მომავალ სეზონშიც დარჩა სილესენი გუნდში მაშინ ზაფხულში გაუშვას იჯარით ლა ლიგის ან ლა ლიგა 2-ის კლუბში,რათა სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ტონუსი..მხოლოდ კლუბის სახელს არ აქვს მნიშვნელობა,მთავარია რამდენი დრო გეძლევა იქ..იგერ ლუნინი თუნდაც რეალში ირიცხება მაგრამ აზრი?ღრმა სათაარიგოთა მეკარეა..
გიორგი-ბათუმი 97
16 იანვარი 2022 20:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული