ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ვალენსიამ" მამარდაშვილის გარეშე გაიმარჯვა და 1/4 ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/8 ფინალში „ვალენსიამ“ პალმა-დე-მალიორკაში 1:0 დაამარცხა რანგით მესამე დივიზიონის „ატლეტიკო ბალეარესი“ და 1/4 ფინალში გავიდა.

თასზე როგორც წესი „ღამურების“ მწვრთნელი ხოსე ბორდალასი მეკარე ხაუმე დომენეკს ათამაშებს და ამჯერადაც ის ჩააყენა კარში. გუნდის პირველი გოლკიპერი იასპერ სილესენი კორონავირუსითაა დაინფიცირებული, ხოლო გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო.

გოლი პირველ წუთზე უროშ რაჩიჩის პასით თავდამსხმელმა მარკოს ანდრე დე სოუზამ გაიტანა.

შემდეგ მატჩს „ვალენსია“ 20 იანვარს ლა ლიგაზე ჩაატარებს - „სევილიას“ უმასპინძლებს.

ასევე დაგაინტერესებთ