როგორც უკვე შეგატყობინეთ, ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩი გიორგი მიქაუტაძის "სერენსა" და "უნიონს" შორის პირველი ტაიმის შემდეგ ძლიერი ნისლის გამო აღარ განახლდა. ბელგიის ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო.
შეხვედრა სამშაბათს, 18 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე 46-ე წუთიდან განახლდება. შეგახსენებთ, პირველი ტაიმი კაცნაკლულმა "უნიონმა" 2:0 მოიგო.