ლომივით სტამბოლელ "ლომებთან" - ლობჟანიძემ "გალათასარაის" დუბლი შეუსრულა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში "ჰათაისპორმა" საკუთარ მოედანზე "გალათასარაი" 4:2 დაამარცხა, გადამწყვეტი გოლები კი 79-ე და 90+1-ე წუთებზე საბა ლობჟანიძემ გაიტანა.

ქართველ შემტევს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მე-6 წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ მან "ლომების" კარი პირველ წრეშიც დალაშქრა და გასულ სეზონშიც, როდესაც "ანკარაგიუჯიუში" თამაშობდა.

ლობჟანიძის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატის 21 მატჩში 6 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საბას სამსახურით "გალათასარაია" დაინტერესებული, რომლის მწვრთნელად გადაყენებული ფათიხ თერიმის ნაცვლად "მანჩესტერ სიტიში" პეპ გვარდიოლას ყოფილი თანაშემწე დომენეკ
ტორენტი დანიშნეს.

"ჰათაისპორი" 38 ქულით მესამე ადგილზეა და 20 იანვარს სტუმრად "ალანიასპორს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ყოჩაღ საბა, კიდევ ბევრი გაგეტანოს და უკეთესი გუნდის მაისურით, მაგრამ ასე ყოველი გოლის მერე საათით და ტელეფონით რომ აღნიშნავ ძალიან ცუდად გამოიყურება, გუნდის, ქალაქის და გულშემატკივრების შეურაწყოფაა მასე აღნიშვნა, შეგნებულ და ზრდილობიან ადამიანს არ ეკადრება, წარმატებები!
2
რა კარგად იხსნება
ზურა
14:15 17-01-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული