"ვალენსიას" მეკარის იჯარა ჩაიშალა - კონკურენცია მძაფრდება

AutoSharing Option
ესპანური eldesmarque-ის თანახმად, "ვალენსიას" სათადარიგო მეკარე კრისტიან რივეროს აშშ-ში იჯარის საკითხი ჩაეშალა და ხელმძღვანელობა ცდილობს, მისით ესპანური კლუბები დააინტერესოს.

გამოცემა წერს, რომ გასული წლის ივნისში რივერომ ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივა და 23 წლის მეკარე "ღამურებში" 2023 წლამდე რჩება, თუმცა მისი მდგომარეობა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის შემდეგ შეიცვალა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის ასეთი ვითარებაა - იასპერ სილესენს კორონავირუსი დაუდასტურდა, "კოპა დელ რეიზე" კი ხაუმე დომენეკმა ითამაშა. გიორგი მამარდაშვილი დიდი ხანია, რაც მინდორზე არ გვიხილავს და იმედია, ამ პერიოდში მაინც როტაციაში მოხვდება და სასტარტოში
იქნება. რივერო გუნდის მე-4 მეკარედ მიიჩნევა და თუკი იჯარის საკითხი ვერ მოაგვარა და არაფერი შეიცვალა, უთამაშებლობა ემუქრება.

altსილესენი "ომიკრონით" დაინფიცირდა - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი

alt"ვალენსიას" ჩერიშევმა მოაგებინა, მამარდაშვილის კონკურენტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა [VIDEO]

 

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა აზრი აქვს 3 მეკარედ აირჩია გიორგი სამწუხაროა გუშინაც სილენსენმა ტრავმა მიიღო და დომენეკი შეუშვა და ათამაშა გიორგის არც თასზე აძლევს შანს ჯობია სადმე იჯარით წავიდეს რომ პრაქტიკა ჰქონდეს და ითამაშოს ახალგაზრდაა და ეხლა უნდა ჩაატაროს თამაშები რა აზრი აქვს თუ თამაშები არ ითამაშა ვალენსიაში კი არა თუ გინდ ბარსელონაში ან წნორის მილამში იყვეს დროზე უნდა მიხედოს და წავიდეეს იქ სადაც ითამაშებს და აქ დაბრუნდეს უკვე ფორმაში ჩამდგარი და 1 მეკარედ
Gaguuuu
08:22 20-01-2022
0
მეკარეების როტაცია?ეს ყველაზე უფრო ნაკლებად სურთ მწვრთნელებს.თუ ძალიან გადატვირთული,ან ტრავმირებული არ არის,ძირითად მეკარეს,ნებით არავინ შეცვლის.
სოსო
20:27 19-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული