მამარდაშვილს ელოდნენ, მაგრამ ხელთათმანებს ხაუმე ისწორებდა - plazadeportiva

AutoSharing Option
ესპანური plazadeportiva "ვალენსიას" მეკარეების საკითხზე წერს მას შემდეგ, რაც ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში ტრავმირებული იასპერ სილესენის ნაცვლად მოედანზე ხაუმე დომენეკი შევიდა და არა გიორგი მამარდაშვილი:

"ლა ლიგის მეხუთე ტურში ახალგაზრდა ქართველი მეკარისთვის საქმეები ცუდად წავიდა - "ღამურებმა" "მესტალიაზე" "რეალთან" მამარდაშვილის ბენზემასთან საჰაერო ბრძოლაში ცალსახა შეცდომით (1:2) წააგო. მეექვსე ტურში კი "სევილიამ" 20 წუთში ორთქლმავალივით გადაუარა "ვალენსიას" და ქართველის ორი შეცდომის წყალობით ანგარიში 3:0 გახდა.

"სევილიასთან" მატჩში, როცა სილესენმა შეცვლა ითხოვა, მოედანზე მამარდაშვილს ელოდნენ, მაგრამ მათ დაინახეს, რომ ის, ვინც ხელთათმანებს მოედანზე გასასვლელად ისწორებდა, ხაუმე
დომენეკი იყო. შეხვედრის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ბორდალასმა განაცხადა: "ხაუმემ კვირას ითამაშა და მივიჩნიეთ, რომ უფრო კონკურენტუნარიანი დინამიკა ჰქონდა. მამარდაშვილი გუნდის ნაწილია და კარგად მუშაობს".

მწვრთნელს სურდა იმის უარყოფა, რომ ხაუმე მამარდაშვილთან კონკურენციაში დაწინაურდა, რათა მისი გადაწყვეტილების ახსნა თავიდან აეცილებინა."

"ვალენსია" 22 იანვარს მადრიდის "ატლეტიკოს" ესტუმრება.

altსილესენი ტრავმის გამო შეცვალეს - მამარდაშვილი მაინც არ ათამაშეს

altსილესენი "ომიკრონით" დაინფიცირდა - ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი

alt"ვალენსიას" ჩერიშევმა მოაგებინა, მამარდაშვილის კონკურენტი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ისე ბორდალასს დიპლომატიური თქმები და მიდგომა არ ეშლებასავით)).
აკადემიური სტილი მოუჩანს. გიორგისაც მისცემს შანსს. წარმატებები
rable
21 იანვარი 2022 13:57
1
მისი ბრალიც არის, როცა თამაშობდა ბოლოს, როგორი სასაცილო ბურთები გაუშვა.
!!
21 იანვარი 2022 12:04
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული