მამარდაშვილი წონის გამო განაცხადშიც არ შეიყვანეს, მისი კონკურენტის შეცდომას გულშემატკივრები გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიასთან" ერთად მადრიდში, "ატლეტიკოსთან" შესახვედრად არ ჩასულა. Plazadeportiva-ს თანახმად, ბორდალასი ასე ქართველი მეკარის ჭარბი წონის გამო მოიქცა.

"ღამურების" მწვრთნელმა ბოლო დროს დისციპლინა გაამკაცრა. მანამდე, ამავე მიზეზით დასჯილი ურუგვაელი მაქსი ლოპესი იყო, რომელმაც სიმეონეს გუნდთან დრამატულად (2:3) წაგებულ მატჩში დასკვნითი 19 წუთი ითამაშა.

მამარდაშვილი განაცხადში კრიშტიან რივერომ შეცვალა. მადრიდში ასევე, მეორე  გუნდის მეკარე ჩარლი პერესი გაემგზავრა. მოგეხსენებათ, იასპერ სილესენი ტრავმირებულია. 

მადრიდელთა მეორე გოლის დროს მეკარე დომენეკმა აშკარა შეცდომა დაუშვა, რასაც მატჩის შემდეგ, "ვალენსიას" გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში მიუთითებდნენ.

ვნახოთ, როგორ
შეიცვლება მამარდაშვილის მდგომარეობა, "ვალენსია" ჯერ თასზე "კადისს" უმასპინძლებს (3 თებერვალს), შემდეგ კი ჩემპიონატში "სოსიედადს" (6 თებერვალი).

მომზადებულია Plazadeportiva-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 33 /
პატივცემულო სტატიის ავტორო, ჭარბი წონაო, - რომ ამბობთ, იქნებ დააკონკრეტოთ, რომ საუბარია სულ რამდენიმე გრამზე და არა ათეულობით კილოგრამზე, როგორც თქვენი სტატიიდან აღიქვა მკითხველმა?
Რაგბის ფანი
24 იანვარი 2022 23:23
1
არაფერი მამარდას არ აწუხებს, არც ჭარბი წონა და არც ფსიქიკა. მეკარეობა ჩვეულებრივი სპორტული საქმიანობაა და ხან გამოსვლას დაგიწუნებენ, ხან არგამოსვლას, ხან ბურთი მოხაზავს უცნაურ ტრაექტორიას, ხან თავდამსხმელი ურტყამს უზადოდ. დასაევს რომ ბურთი გაუტანა ვან ბასტენმა, მაშინ დასაევს აღარ უნდა ეთამაშა მის შემდეგ. იაშინი მსოფლიოს საუკეთესოდ დაასახელეს და კარიდან-კარში გოლი აქვს გაშვებული. დაითვალეთ რამდენი შევდომა აქვს სილესენს და გიორგის კონკურენტებს, რამდენი სეივი და მერე გააკეთეთ დასკვნები. ეჰ, პატრონი არ გვყავს და გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ ვისი სახვეწარი გავხდით. მამარდა თავის სათქმელს კიდევ ბევრჯერ იტყვის.
თენგაბი
24 იანვარი 2022 12:16
1
სად უნდა წავიდეს გადაირიეთ ? კაის ჭამს და კაის სვავს აგერ წონაშიც დატყობია, კონტრაქტი გაფორმებული აქვს თან ვალენსიაში მეტი რაღა უნდა ...
zmo
24 იანვარი 2022 12:15
16
რა ჭარბი წონა ? ეტყობა უნდა აჭიდაონ )))
ბესო
23 იანვარი 2022 08:55
2
ვალენსიას გულშემატკივრები აგინებენ ბორდალასს.
ძალიან ბევრმა დაწერა: "მამარდაშვილმა კიდევ 10 კილო რომ მოიმატოს, ხაუმეზე უკეთესი მაინც იქნება!"
ქ. გ.
23 იანვარი 2022 03:44
10
აი ეს დამპალი მენტალიტეტია რაც ღუპავს ჩვენს ფეხბურთელებს,ძალიან მწყდება გული ძალიან!
გეგი
23 იანვარი 2022 00:13
4
მართლაც კარგით რააა....ლამის ორი წელია კვარაზე ბოლო ხმაზე ყაყანებთ სასწრაფოთ რუსეთის ჩემპიონატი უნდა დატოვოს და ევროპაში უნდა წავიდესო....ახლა მამარდაზე მოიმართედ,ევროპაში ჩაგრავენ და რუსეთში ჩემპიონათში უნდა გადავიდესო...ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდით, სად ჯობია ქართველი სუპერ ვასკვლავებისთვის,[ჩვენი გაგებით] რუსეთში თუ ევროპაში.
კარგით რაააააა!
22 იანვარი 2022 23:20
5
ხალხის სახელით ნუ ლაპარაკობ მზეო.
ხალხი-ს
23 იანვარი 2022 09:28
3
ძაან შეგაწუხეთ ხო ჩვენი ჩამოუყალიბებლობით? ბოდიში რა მართლა ძაან გვეუხერხულება.
ხალხი
23 იანვარი 2022 02:56
9
ნეტა მეც შენსავით არაფრის კეთებაში მიხდიდნენ, ჩემსავით მომატებულო...
მადრიდისტი
22 იანვარი 2022 23:03
3
მოშორდი მაგ კლუბს, იჯარით წადი სადმე, თუ გინდ საქართველოში. არავისთვის სახვეწი არა გვაქვს. ჯობია საქმეში იყო, ვიდრე სკამი ხეხო. ისეთი მონაცემები გაქვს, ყველგან გამორჩეული იქნები. წარმატებები
კოკო
22 იანვარი 2022 22:40
9
წადი მაგ კლიბიდან თუნდაც ბათუმის დინამოში და კონფერენს ლიგას მაინც ითამაშებ ჩემი ძმა, დაიღუოავ თავს მაგ ვითომ ვალენშიაში ^თამაშით^ ანუ მარტო ჩარიცხვით
Roki
22 იანვარი 2022 21:57
12
ბათუმში რა უნდა?კუპატაძე ბევრად მირჩევნია ამას.
საბა
22 იანვარი 2022 22:08
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული