ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

სლუცკიმ ვახანია გუნდში არ დაიტოვა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე "რუბინი" პლოცკის "ვისლას" ამხანაგურ შეხვედრაში დაუზავდა (0:0), ნამატჩევს კი ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ სინჯებზე მყოფ "ზენიტი 2"-ის 21 წლის მარჯვენა მცველს, ილია ვახანიას დაემშვიდობებიან.

"კარგ გუნდთან კარგი თამაში გვქონდა. შეკრებაზე ყოველთვის არ იმართება ასეთი მიზანდასახული თამაში. გასაგებია, რომ უფრო პირველი 65 წუთი უნდა შევაფასოთ, როდესაც მოედანზე ის ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, რომლებიც სათამაშო "მჭიდში" არიან. შემდეგ შეცვლაზე მთელი რიგი ახალგაზრდები შევუშვით.

ამას გარდა, პირველ შეკრებაზე ჩვენთან წამყვანი ფეხბურთელების ჯგუფი არ მუშაობდა - აბილდგორი, კვარაცხელია და სამოშნიკოვი, ტალბი
აფრიკის თასზე იღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება სინჯებზე მყოფებს - ტელესნენკო და სტრელნიკი გუნდთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას. ილია ვახანიას ყოველმხრივ წარმატებას ვუსურვებთ, მისთვის ეს პრემიერლიგის გუნდთან მუშაობის ძალიან სასარგებლო გამოცდილება იყო".

ასევე დაგაინტერესებთ