"ახლა მაინც გადაიხდიან 10 მილიონს?" - ღურწკაია ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
თუ "რუბინს" ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილიც ჩაუვარდება, ეს დიდად იმოქმედებს გუნდის ლიდერების სატრანსფერო ღირებულებაზე - ამის შესახებ რუსეთში ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ Comment.Show-ის ეთერში განაცხადა.

ღურწკაია გაკვირვებულია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არცერთი კლუბის მხრიდან კვარაცხელიას მიმართ ინტერესი არ ყოფილა. არადა, ჯერ კიდევ ზაფხულში მის ევროპაში 20 მილიონ ევროდ გაყიდვას ელოდნენ.

"ხვიჩაზე საუბარი საერთოდ არ მიდის, - თქვა თემურმა. - თითქოს ასეთი ფეხბურთელი არც არსებობს. მის მიმართ ინტერესი საერთოდ არ არის. თუ გაზაფხულზეც ვერ ათამაშდება, ახლა მაინც გადაიხდიან 10 მილიონს?
"რუბინისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, შემოდგომა კი დამღუპველი იყო."

სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელიამ 15 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. დეკემბერში, ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების განახლების შემდეგ, გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა ხვიჩა 16 მილიონ ევროდ შეაფასა, თუმცა მანამდე მის გასწვრივ 18 მილიონი ეწერა.

მომზადებულია business-gazeta-ს მიხედვით

alt"გოლოვინი, კვარაცხელია და ჰოლანი კლუბებს შეიცვლიან" - Championat

altშედარება ჯანოსთან, "ოქრისა" და ჭანტურიასთან - იტალიელები კვარაცხელიაზე

altკვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football


მკითხველის კომენტარები / 20 /
სამაგიეროდ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასეთი ფეხბურთელი, ვინც შვედეთს დუბლი გაუტანა საქართველოს ნაკრების მაისურით, ასევე საბერძნეთს და ესპანეთს გაუტანა და კიდევ გაუტანს.
20 წლის ასაკში დაუმთავრეს ლამის კარიერა.
ნეტა ცნობილი სთარები თუ გახსოვთ სად იყვნენ 20 წლის ასაკში.
ნუ გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ 17 წლისები რომ გამოჩდნენ.
თუმცა ისეთებიც გვინახავს, ვინც ძალიან ადრე გამოჩნდა და ახლა აზრზე არ ვართ სად არიან.
მაგალითად ბოიან კრკიჩი.
17 წლის იყო ლამის მესის დონეზე თამაშობდა და როგორ წავიდა მისი კარიერა ხომ ვნახეთ.
ფეხბურთი ისეთი სპორტია წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის და მოდი ხვიჩას თავი დაანებონ ამ რუსებმა რა :დ
Winter
16:40 25-01-2022
1
ეს ბიჭი ჯერ 20 წლის არის და მოდი შეეშვით რუსი და ქართველი ჟურნალისტები მისი კარიერის დაღუპვაზე საუბარს.
ახლა ვერ შევცვლით იმ ფაქტს, რომ 18 წლის ასაკში რუსეთში წაიყვანეს.
ჩავარდნაზე რომ საუბრობენ ჯერ, იმას მიაქციონ ყურადღება, რომ ტრავმა ჰქონდა და პლიუს რუბინში რა დონის მოთამაშეებთან უწევდა თამაში.
ნაკრებში შვედეთთან რომ გაიბრწყინა იმის მერე სულ ორი სამი თამაში ჩაატარა რუბინში და რას ნიშნავს კარიერის დაღუპვა და თვითგვემა?
თავიდანვე რომ არ წაეყვანათ რუსეთში კარგი იყო, მაგრამ ახლა ეს მოცემულობა გვაქვს და რუსი ჟურნალისტების უაზრო კრიტიკას თუ არ აყვებით აქ კარგს იზამთ.
თქვა კიდეც ხვიჩამ, დიდ ყურადღებას არ ვაქცევო და იმედია მართლა ეგრეა :)
Skeleton
16:35 25-01-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული