"ახლა მაინც გადაიხდიან 10 მილიონს?" - ღურწკაია ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
თუ "რუბინს" ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილიც ჩაუვარდება, ეს დიდად იმოქმედებს გუნდის ლიდერების სატრანსფერო ღირებულებაზე - ამის შესახებ რუსეთში ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ Comment.Show-ის ეთერში განაცხადა.

ღურწკაია გაკვირვებულია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არცერთი კლუბის მხრიდან კვარაცხელიას მიმართ ინტერესი არ ყოფილა. არადა, ჯერ კიდევ ზაფხულში მის ევროპაში 20 მილიონ ევროდ გაყიდვას ელოდნენ.

"ხვიჩაზე საუბარი საერთოდ არ მიდის, - თქვა თემურმა. - თითქოს ასეთი ფეხბურთელი არც არსებობს. მის მიმართ ინტერესი საერთოდ არ არის. თუ გაზაფხულზეც ვერ ათამაშდება, ახლა მაინც გადაიხდიან 10 მილიონს?
"რუბინისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, შემოდგომა კი დამღუპველი იყო."

სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელიამ 15 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. დეკემბერში, ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების განახლების შემდეგ, გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა ხვიჩა 16 მილიონ ევროდ შეაფასა, თუმცა მანამდე მის გასწვრივ 18 მილიონი ეწერა.

მომზადებულია business-gazeta-ს მიხედვით

alt"გოლოვინი, კვარაცხელია და ჰოლანი კლუბებს შეიცვლიან" - Championat

altშედარება ჯანოსთან, "ოქრისა" და ჭანტურიასთან - იტალიელები კვარაცხელიაზე

altკვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football


მკითხველის კომენტარები / 20 /
რაც მოგივა დავითაო....არ უნდა წახვიდე მოსკოვებში არც სათამაშოდ არც სამუშაოდ და საერთოდ. რაო რას ელით რუსებისაგან ??
მე ქართველი ვარ.
26 იანვარი 2022 08:28
11
ჩვეიჩა ისეთი დაბრუნდება რომ ესეთები გააჩუმოს ბოღმიანები , მე მჯერა კვარასი ის ჩვენი ქვეყნის სიამაყეა სხვა დანარჩენ სპპრცმენებთან ერთად ❤❤❤❤
ემიგრანტი
25 იანვარი 2022 22:57
1
საქართველოს და რუსეთის ურთიერთობას ჰგავს ხვიჩას და რუბინის მდგომარეობა.
თან აკრიტიკებენ, აბულინგებენ, თან სეზონის საუკეთესი ფეხბურთელად ასახელებენ ორჯერ ზედიზედ, თან არ უშვებენ, თან 20 მილიონად შეველევით მხოლოდ და ბრილიანტია, რომელსაც მტვერი არ უნდა მიაკაროო იძახიან (სლუცკის სიტყვებია), რუსეთში რომ აღარ უნდა ყოფნა მაგის გამო ცალკე გადაუარეს, ერთი ხელით გვეფერებიან მეორეთი ზურგში დანას გვირტყამენ.
ბოლოსდაბოლოს რა უნდათ ამ 20 წლის უნიჭიერეს ბიჭთან თქვან ხმამაღლა და გაუშვან ერთხელ და სამუდამოდ თუ არ მოსწონთ მისი თამაში.
Thomas
25 იანვარი 2022 22:04
2
ხვიჩაზე ცუდი კომენტარები რომ არა სულ არ გვეცოდინებოდა ვინ არის ეგ ღურწკაია:)
Michael
25 იანვარი 2022 21:31
1
კვარაცხელიათი ჭკუას გვასწავლიან რუსები, რათა ფეხბურთში წარმატებაზე და ქვეყნის წარმატებაზე ბევრი არ ვიაცნებოთ.
ilia
25 იანვარი 2022 21:22
2
როგორც კი ვესტჰემმა სიტყვა დაძრა მაშინვე თქვა (იუმორნარევად) რუბინის დირექტორმა, არსად არ მიდის და 20 მილიონად დავფიქრდებოდითო.
ამიტომაც არის ახლა სიჩუმე მის ირგვლივ. 15 მილიონად რომ გაეყიდათ მშვენიერი ვარიანტი იქნებოდა. თან არ ყიდიან და თან აკრიტიკებენ, თითქოს მისი თამაშით უკმაყოფილო არიან.
სასაცილოა ცოტა არიყოს
.
25 იანვარი 2022 19:12
0
თუ საგაზაფხულო ნაწილიც ისე ჩაატარა როგორც საშემოდგომო, ეჭვი მეპარება რომ ვინმეს მოუნდება 20 მილიონის გადახდა.
აქ რუსული ფეხბურთის მეხოტბეები იბრდრვნიან და იპუტავენ თმას ოღონდ რუსეთზე არაფერი ითქვას, მაგრამ ფაქტი ხომ ნათელია რომ მაგ ლიგიდან გადასვლა ევროპის წამყვან კლუბებში ძალიან ძნელია თვითონ რუსებისთვის არც რადგან ფეხბურთის დონე უაღრესად დაბალია და ყველამ იცის რომ რუსული ფეხბურთი მხოლოდ შავი ფულის გათეთრებისათვის არსებობს
ჟორიკა
25 იანვარი 2022 18:20
8
ჟორიკა, რუსეთის ჩემპიომატს რას ერჩი, ბიჭი აღარ თამაშობს. მიყიდეთ და ავთამაშდებიო ამას ვიღა ჭამს? მე რომ მწვრთნელი ვიყო ასეთი ფეხბურთელისკენ არც გავიხედავ, ხასიათის ფეხბურთელად ყალიბდება რაც დამღუპველია.
ჟორა
25 იანვარი 2022 18:58
3
ბოდიშით მაგრამ ჟურნალისტბმა იმდენი იჭორავეთ ამ ბიჭზე რომ კარიერა დაუფრთხეთ. შეეშვით დრო გვანახებს გაიყიდება არ გაიყიდება...ჯერ ადამიანის გაყიდვა რა სალაპარაკო არის რომ ვთქვათ კონტრაქტი გაუფორმეს ანდ მას ახალი სამსახური შესთავაზეს... მონობის პერიოდი ხომ არ არის, კბილები გავუსინჯოთ, კიდევ ... მისი სამსახურსათვის ამდენს იდიან და ასე შემდეგ... აცადეთ ამ ბიჭს აურიეს ამ აგენტებმაც ტვინი და ამ ჭორებსაც კითხულობს ალბათ... შემოდგომა კიდევ რუბინმა ჩააგდო და არა კვარამ, კვარამ იქაც ბევრი იმუშავა და ნაკრებში ხომ მთლიანად შეცვალა თამაში. ყველა თამაში ვნნახე და მის გარდა მოედანზე მარტო ინ ბომს თუ გამოვყოფდი აქა იქ და სამოშნიკოვს... დანარჩენი დოყლაპიები არიან, მეკარე ძლიერია მაგრამ რა ჰქნას დაცვა დირკა და ინ ბომს შუაში თამაში თუ არ წაუვიდა, სერთოდ შუა ხაზი არ სჩანს...კვარას ერთ რამეს დავუწუნებდი რომ მიჯაჭვული არ უნდა იყოს ერთ ფლანგზე და ადგილმდებარეობა უნდა იცვალოს ხან შუაში ხნა მარჯვნივ, ორივე ფეხით კარგად თამაშობს და ურტყავს და ამით უფრო მეტად აგაიხსნნებოდა და სივრცესაც ბევრად უკეთ გამოიყენებდა...
simartle
25 იანვარი 2022 18:05
3
რუსული ნარატივი სუფთა
Tashi.
27 იანვარი 2022 09:57
0
რუბინი ბულკი იყო პორველ წრეში.სლუცკიმ თუ რამე არ მოიფიქრა ასე ადვილია- ჩაკეტავენ ხვიჩას და სხვები ვერ აკეთებენ ვერაფერს.ადრე როცა ხვიჩას კეტავდნენ ამით საეგებლობდა მაკაროვი,დესპოტი,იევტიჩიც კარგად უბრახუნებდა ცენტრიდან.
ესენი ვინც მოიყვანეს ახლები 10-15 მილიონები გადაიხადეს და დადიან კუს ნაბიჯებით.
Levani
25 იანვარი 2022 17:33
0
ზუსტად ეგრეა და მერე ხვიჩას ბრალდება წარუმატებლობა და მის თამაშს ეძახიან ჩავარდნილს.
აჩვენა მღალი კლასის გუნდებთან (შვედეთთან) რაც შეუძლია!
.
25 იანვარი 2022 18:57
0
ეს ღურწკაია ვინ არის საერთოდ, რატომ არის მისი აზრი მნიშვნელოვანი?
ხვიჩაზე უაზრობების საუბრით უნდა ხალხს თავი გააცნოს?
დარწმუნებული ვარ არც არავინ იცოდა აქამდე ვინ იყო, რუსები კიდე მიკროფონით დასდევენ იქნებ ხვიჩაზე რამე ვათქმევინოთო :)
.
25 იანვარი 2022 17:28
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული