მიქაუტაძემ ნავსი გატეხა - ნახეთ, მცველი როგორ გააბითურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „სერენმა“ სახლში აუტსაიდერ „ბეერსხოტს“ 2:1 სძლია.

ანგარიში მე-40 წუთზე მიქაუტაძემ პენალტით გახსნა და ამით შეწყდა მისი უგოლო ექვსმატჩიანი სერია. მან ჩემპიონატზე 19 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში „ბეერსხოტმა“ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა „სერენი“ მალე ისევ დაწინაურდა, როდესაც მიქაუტაძის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი მაზიზმა ყველას დაასწრო. დარჩენილ დროში გიორგი ძალიან აქტიური იყო, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, ერთი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაუთვალეს, ხოლო კომპენსირებულ დროში გააფრთხილეს.

„სერენმა“ ზედიზედ 6 წაგების შემდეგ
მოიგო, 22 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 29 იანვარს „ეუპენს“ უმასპინძლებს.

altმიქაუტაძის უგოლო და "სერენის" დამარცხებათა სერია გრძელდება

მკითხველის კომენტარები / 4 /
ტრანსფერ მარკეტზე რომ შეხვიდეთ, სერენში არცერთი ფეზბურთელი არ ღირს 500 ათას ევროზე მეტი, გარდა გიორგი მიქაუტაძის. რაც ნიშნავს რომ უსუსტეს გუნდში თამაშობს და მომენტებს ვერ უქმნიან. კარგ გუნდში რომ თამაშობდეს უნდა ჰქონდეს სეზონში 20 ბურთი მაინც შეგდებული. თუნდაც გენტში რომ ეთამაშა.
მეტს გაიტანდა
27 იანვარი 2022 12:49
0
აი ეს ვიდეო ნახეთ
twitter.com/ElevenSportsBEf/status/1486451731009576963
ქ. გ.
27 იანვარი 2022 03:46
0
Tu giom zalian proffesionalurad tviton moikceva da tu kai agenti yavs minimum leverkusen an valenciashi itamashebs... zalian zalian magaria
gio emigranti
27 იანვარი 2022 03:22
1
დღეს მართლა ძალიან კარგი მატჩი ქონდა გიორგის გარდა გოლისა კიდე ქონდა ერთი 2 კარგი მომენტი და ზოგადად დღეს მშვენივრად გამოიყურებოდა კარგი დრიბლინგები ქონდა კიდევ ბევრი თამაშებია დარჩენილი და იმედი მაქვს სეზონის ბოლომდე ერთი 20 გოლზე ავააა წარმატებას ვუსურვებ მიქაუტაძეს.
გარდა ამის მინდა ერთ თემას შევეხო.
ძალიან სამწუხაროა ზოგიერთი ქართული სპორტული არხის დამოკიდებულება ბევრ არხს აქვს ბელგიის ჩემპიონატი ნაყიდი და მთელი სეზონის მანძილზე სერენის ერთი თამაში არ გაუშუქებიათ თავის არხებზე არცერთხელ მესმის რომ არაა სერენი მაღალი კლასის გუნდი მაგრამ არამგონია ზოგადად ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო იყოს ბელგის ჩემპიონატი ,მაგრამ ერთი კონკრეტული ფეხბურთელის კლუბის მატჩეს სულ აშუქებდნენ თამაშობდა თუ არ თამაშობდა და სერენის ერთი თამაში არ უჩვენებიათ არცერთ ქართულ სპორტულ არხზე როცა ნაყიდი აქვთ ბელგის ლიგაა ეს არის ჯერ ერთი უსამართლობა, მიქაუტაძის უპატივცემულობა და დაუფასებლობა ამ ხალხის მიერ როცა ეს ბიჭი ნამდვილად იმსახურებს ჩვენს ყურადღებასაც დაფასებასაც და პატივისცემასაც.
Gio
27 იანვარი 2022 02:44
0

სიახლეები პოპულარული