"კარგის მოლოდინი გამიჩნდა..." - ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი "ჰამბურგში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
გერმანულ "ჰამბურგში" გადასვლის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ პირველი კომენტარი გააკეთა:

"ბედნიერი ვარ, რომ "ჰამბურგში" ვითამაშებ. კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ კარგი მოლოდინი გამიჩნდა.

იმედი მაქვს, რომ ადაპტაციას რაც შეიძლება მალე გავივლი და ჩემს თანაგუნდელებს მოედანზე დავეხმარები", - თქვა ჩაკვეტაძემ.

საინტერესოა, რომ "ჰამბურგს" ხვალ დანიურ "მიდტიულანდთან" ამხანაგური შეხვედრა ელის და შესაძლოა, ჩაკვეტაძის დებიუტი 28 იანვარს შედგეს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
გიორგი! ძალიან გაგვახარე! მთელ საქართველოს უყვარხარ! გვჯერა შენი. წარმატებებს გისურვებთ!
alexandre
13:45 28-01-2022
0
წარმატებები გიო, ძალიან მაგარი ამბავია.
ფაქტიურად არცერთი სიტყვა არ თქმულა ჩაკვეს ტრანსფერზე და პირდაპირ დაიდო ჰამბუგი.
ჯუღელო ! - კვარაზეც პირდაპირ დაიდოს ვესტჰემი .
კვარა შენი დროა
10:38 28-01-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული