ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"კარგის მოლოდინი გამიჩნდა..." - ჩაკვეტაძის პირველი კომენტარი "ჰამბურგში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
გერმანულ "ჰამბურგში" გადასვლის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ პირველი კომენტარი გააკეთა:

"ბედნიერი ვარ, რომ "ჰამბურგში" ვითამაშებ. კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ კარგი მოლოდინი გამიჩნდა.

იმედი მაქვს, რომ ადაპტაციას რაც შეიძლება მალე გავივლი და ჩემს თანაგუნდელებს მოედანზე დავეხმარები", - თქვა ჩაკვეტაძემ.

საინტერესოა, რომ "ჰამბურგს" ხვალ დანიურ "მიდტიულანდთან" ამხანაგური შეხვედრა ელის და შესაძლოა, ჩაკვეტაძის დებიუტი 28 იანვარს შედგეს.
ასევე დაგაინტერესებთ