ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

წარუმატებელი დებიუტი... "ჩაკვემ" "მიდტიულანდთან" ითამაშა

AutoSharing Option
დღეს, 28 იანვარს, "ჰამბურგის" შემადგენლობაში გიორგი ჩაკვეტაძის დებიუტი "მიდტიულანდთან" შედგა. დანიურმა გუნდმა გერმანელები 5:1 გაანადგურა.

პირველი ტაიმი 4:1 დასრულდა. მე-2 ნახევრიდან მოედანზე ქართველი ფეხბურთელიც ჩაერთო, თუმცა ღირებული ვერაფერი შემოგვთავაზა. საბოლოო ანგარიში 57-ე წუთზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, გუშინ, 27 იანვარს, ჩაკვეტაძე ბელგიური "გენტიდან" 6-თვიანი იჯარით "ჰამბურგში" გადაბარგდა. გერმანული გუნდი მე-2 ბუნდესლიგაში ასპარეზობს და უმაღლეს ჩემპიონატში ასვლისთვის იბრძვის. ამ მომენტისთვის ისინი 34 ქულით მე-5 ადგილს იკავებენ, სამეულამდე კი 1 ქულა აშორებთ.