BILD: გეორგიელი გიორგი ყველაფერს აკურატულად წყვეტდა - კარგი ტექნიკითა და რიგიანი ტემპით

AutoSharing Option
"ბილდმა" გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგში" გადასვლას წერილი მიუძღვნა და გუნდის მწვრთნელის, ტიმ ვალტერის კომენტარიც გამოაქვეყნა:

ელვისებრი სტარტი გეორგიელი გიორგისთვის

"ხუთშაბთს 22 წლის გიორგი ჩაკვეტაძე დილის 4 საათზე ადგა, "ჰამბურგში" სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა. საღამოსთვის ყველაფერი იდელურად დასრულდა. პარასკევს კი "გენტიდან" იჯარით აყვანილი ჩაკვეტაძე "სახალხო პარკში" "მიდტიულანდთან" ამხანაგურ მატჩში (1:5) უკვე მოედანზე იყო.

მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა თავისი ახალი იმედი 46-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე. ის ყველაფერს აკურატულად წყვეტდა - კარგი ტექნიკითა და რიგიანი ტემპით.

ითამაშებს თუ არა გიორგი "დარმშტადთან"?

სავსებით შესაძლებელია!
სონი კიტელი დისკვალიფიცირებულია, ტრავმირებული დევიდ კინსომბი მომავალ კვირაში უნდა დაბრუნდეს.

ჩაკვეტაძის შესახებ კომენტარი ვალტერმა გააკეთა: "მას, რა თქმა უნდა, თავისი თამაშით, იმით, რისი შექმნაც შეუძლია, დახმარების უნარი აქვს. სწორედ ამ ვითარებაში. ის ძალიან კრეატიულია და მეტოქის კართან სახიფათოა.

მე ვთვლი, რომ ძალიან ტექნიკურია. ჩვენთან პირველი შეხვედრა ჩაატარა, თავს ლაღად გრძნობდა, რამეთუ ისევ ითამაშა და ამით გახარებული იყო".

"ჰამბურგი" მეორე ბუნდესლიგაში 34 ქულით მეხუთე ადგილზეა, ლიდერ "დარმშტადს" 5 ქულით ჩამორჩება და ამ გუნდს 6 თებერვალს სტუმრად შეხვდება. ასე რომ, გიორგის "ჰამბურგში" თავის პირველივე ოფიციალურ მატჩში სერიოზულ მეტოქესთან მოუწევს დაპირისპირება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვწერდი გიომ გუნდი აუცილებლად უნდა შეიცვალოს გუნდი თქო, გარემოს გამოცვლა აუცილებელი იყო...ასეც მოხდა, წარმატებები მას!!! სავარაუდოდ ეს მისი ბოლო შანსია რომ ისევ ითამაშოს დიდი ფეხბურთი. ღმერთი შენკენ მეგობარო
guriidan
29 იანვარი 2022 22:30
0
მაგრამ გამიხარდა გიორგის დაბრუნება, წარმატებები მას.
გაიოზი
29 იანვარი 2022 18:43
0
დიდი წარმატებები გიორგის.
გიზოგ
29 იანვარი 2022 18:42
0
წარმატებები გიოს და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
29 იანვარი 2022 16:10
0
ამხანაგურში რახან ათამაშეს მე 2 დღესვე ეს ნიშNავს იმას რომ ოფიციალურ მატჩებშიც ათამაშებენ სეზონის ბოლომდე დიდი დროა მთავარია გიო იყოს ჯამრთელად შრომა და მონდომება არ დაკლოს და დღევანდელი ჰამბურგი აღარაა ის დიდი ჰამბურგი რაც იყო ადრე და ამ გუნდში არამგონია მას სათამაშო დროის პრობლემა შეექმნას თუ იშრომებს ივარჯიშებს და მოინდომებს.
წარმატებას ვუსურვებ.
ზაზა
29 იანვარი 2022 13:36
1
უცებ არ ელოდოთ რო 3 თამაშს ითამაშებს და გაფრინდება,სეზონის ბოლოსთვის თუ შევიდა ფორმაში ეგეც კარგია(ივნისში გვჭირდება თან).
თავისი კლასით ჰამბურგს დაეხმარება და თვითონაც ნელ-ნელა ფორმაში შევა და იდეალში-ჰამბურგი გადავა და გიოს გამოისყიდიან.
Levani
29 იანვარი 2022 01:20
1
სამწუხაროდ გამოსყიდვის პუნქტი არაა კონტრაქტში, უფრთხილდება გენტი ინვესტიციას, ერთი შანსია ფაილაღოს გიორგიმ და ფასი მოენატოს და ისე გაყიდოს გენტმა სადმე...
რა მაფიაა?
29 იანვარი 2022 11:50
0
მიდი გიო შენებურად,
შეუბერე ძველებურად
დაახვიე მცველებს თავბრუ
შეაყვარე თავი ჰამბურგს
ჩაკვეს
28 იანვარი 2022 23:54
3
ძალიან მინდა გიორგიმ დრამშტადტან თამაშის შემდეგ მოედანი მომღიმარმა და თავაწეულმა დატოვოს მოედანი !
aburjga
28 იანვარი 2022 23:05
2
მიდი ბიჭო! აბა შენ იცი :) წარმატებები გიორგი
კაპიტან გარდენბურგი
28 იანვარი 2022 22:58
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული