მორიგი შანსი გიორგის - სილესენი 4 კვირას გამოტოვებს

AutoSharing Option
"ვალენსიას" ნიდერლანდელი მეკარე, იასპერ სილესენი მოედანზე დაბრუნებას 4 კვირა ვერ მოახერხებს. როგორც ესპანური A Punt Media ირწმუნება, სპორტსმენს კუნთის ტრავმა აქვს.

ამრიგად, ხოსე ბორდალასს მომდევნო შეხვედრებისთვის არჩევანის შეჩერება გიორგი მამარდაშვილსა და ხაუმე დომენეკს შორის მოუწევს. მოგეხსენებათ, ბოლო მატჩში ქართველი მეკარე ზედმეტი წონის გამო განაცხადში არ იყო, თუმცა ახლა სხვა სიტუაციაა.

ყველაფერს დრო გაარკვევს, თუმცა შესაძლოა ხოსე კვლავ ჩვენებურს ენდოს, სეზონის სტარტზე სილესენის დაბრუნებამდე ხომ ქართველი იცავდა "ღამურების" კარს.

"ვალენსია"  3 თებერვალს კოპა დელ რეის მეოთხედფინალში "კადიზს" დაუპირისპირდება, ლა ლიგის 23-ე
ტურის მატჩს კი 6 თებერვალს, "რეალ სოსიედადის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია jornadaperfecta-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
მიდი გიო ყველა მხარში გიდგავართ შენ ეს შეგიძლია სილესენი ცოტა ხანო არ იქნება 4 კვირა საკმარისია რომ ამოაგდო ძირითადიდან
ნიკა
16:34 30-01-2022
0
მიღწეულით ნუ დაკმაყოფილდება ეცადე უფრო დახვეწო ყველა საEირო კომპონენტი ჩარჩოებში ნუ მოექცევი ინიციატივა გამოიჩინე მთავარია პროფესიონალიზმი და ამასთანავე სილაღე ფეხით თამაში დაცვის კონტროლი ეცადე უფროდაუფრო მოიმატოს წარმატებები ქართველი გულშემატკივარი გვერდში გიდგას.
კახა
22:02 29-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული