ბელგიის ჩემპიონატის 25-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „სერენი“ სახლში „ეუპენს“ დაუზავდა - 0:0.
თამაში ლამაზი სანახავი არ გამოდგა, განსაკუთრებით მეორე ტაიმი და ლოგიკურად უგოლოდ დასრულდა.
მიქაუტაძეს მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ და თავის გამოჩენის საშუალება არ მისცეს. მას ჟუპილერ ლიგის 20 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.
„სერენი“ 23 ქულით მე-17 ადგილზეა და 4 თებერვალს სტუმრად „შარლერუას“ შეხვდება.