fichajes: "ვალენსიამ" მამარდაშვილს კარი გამოუკეტა და იჯარით არ გაუშვა

AutoSharing Option
ესპანური fichajes-ი იტყობინება, რომ მეკარე გიორგი მამარდაშვილს სხვა გუნდში იჯარით გადასვლა სურდა, მაგრამ არ გაუშვეს.

"ვალენსიამ" მამარდაშვილს სასტარტოს კარი გამოუკეტა

"მას შემდეგ, რაც გუნდის მესამე მეკარე გახდა, ქართველმა კლუბის ხელმძღვანელობას იჯარით გაშვება სთხოვა, თუმცა უარი უთხრეს და სეზონის ბოლომდე დარჩენა მოუწევს.

სეზონის დასაწყისში მამარდაშვილმა ტრავმირებული იასპერ სილესენი შეცვალა და ერთ-ერთი სიურპრიზი გახდა. მან ხაუმე დომენეკი უკანა პლანზე გადასწია და თავისი მაღალი ფასეულობა დაამტკიცა, რომ მომავალში "ვალენსიას" უპირველესი კარის დარაჯი უნდა გახდეს. თუმცა ნიდერლანდელის გამოჯანმრთელების შემდეგ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

როგორც ჟურნალისტი
ექტორ გომესი იტყობინება, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის შემდეგ ქართველმა გოლკიპერმა ხელები ჩამოუშვა. ვარჯიშებზე საქმისადმი მისი დამოკიდებულება ძალიან არ მოეწონა მწვრთნელ ხოსე ბორდალასს და ამის გამო კვლავ ტრავმირებული სილესენის ადგილი დომენეკმა დაიკავა.

ამიტომ მამარდაშვილმა გაშვება ითხოვა, ვინაიდან არ აწყობს სათადარიგოობა და ისეთ გუნდში გადასვლა უნდა, სადაც თამაში მოუწევს.

რიგი მედიასაშუალებების ცნობით, გიორგის სამსახურით ზოგიერთი ინგლისური და იტალიური კლუბია დაინტერესებული. თუმცა ჟურნალისტი სალვა გომისი ირწმუნება, რომ ეს უბრალოდ ფეხბურთელის აგენტების ცრუ ინფორმაცია იყო და გასაკვირი არ არის, რომ ქართველი სეზონის ბოლომდე "ვალენსიაში" დარჩება".

მკითხველის კომენტარები / 9 /
Ყურები არ ჩამოყარო უფრო მაგრა იმუშავე და ყველაფერი კარგად იქნება.
ლომი
04:59 31-01-2022
0
ახალგაზრდა კაცი ხარ, შვილო, ჯანმრთელი, მშვენიერ ქვეყანაში,სპორტსა და გუნდში.. რა ყურების ჩამოყრა? გახალისდი, სპორტული სიბრაზითა და ჟინით ივარჯიშე,დაუმტკიცე ყველას შენი სიძლიერე, დატკბი ცხოვრებით... რა გჭირთა ამის რჯული არ იყოს?“
არდილეს
12:11 31-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული