ვაისმა ჯიქიას "სპარტაკი" გააბითურა - ქართველების უხვგოლიანი ფრე [VIDEO]

AutoSharing Option
გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" დუბაიში მოსამზადებელ შეკრებას გადის. ვლადიმირ ვაისის გუნდი მოსკოვის "სპარტაკს" დაუზავდა - 2:2. საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ვაჟი მშვენიერ ფორმაშია - ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა და ტექნიკის დემონსტრირებასაც ახდენს.

პირველი ნახევრის შემდეგ ბრატისლაველები ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდნენ, თუმცა ვაისის მე-60 და ჩარვიჩის 87-ე წუთებზე გატანილი გოლებით წონასწორობა აღადგინეს. კაშია და კანკავა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ისევე, როგორც "სპარტაკელი" გიორგი ჯიქია. 


ვლადიმირ ვაისი-უმცროსის ერთ ცრუმოძრაობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა - 32 წლის ფეხბურთელმა მოსკოველთა დაცვა
ეფექტურად გააბითურა.

"სლოვანი" 1-ელ თებერვალს "არარატ-არმენიას" დაუპირისპირდება და შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება - სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერი 12 თებერვალს "სენიცას" უმასპინძლებს.

altკანკავა და კაშია "სპარტაკის" წინააღმდეგ და ვაისი-უმცროსის შედევრი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაკრებშიც კარგი იყო და ცუდი კარიერაც არ აქვს, მაგრამ მაინც მეტი შეეძლო ამ ბიჭს
ჰამშიკი
10:32 31-01-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული