ხვიჩა საუკეთესო ხუთეულში - პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები გამოვლინდნენ

AutoSharing Option
გერმანულმა Transfermarkt-მა სატრანსფერო ფასები განაახლა, რუსულმა sportsdaily-მ კი პრემიერლიგაში მონაწილე 10 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი დაასახელა.

ყაზანის "რუბინის" ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია მე-5 ადგილს იკავებს. მოგეხსენებათ, ჩვენებურის ფიქსირებული სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს.

1-ელ ადგილს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ბრაზილიელი ლეგიონერი მალკომი იკავებს, "ექსბარსელონელის" საბაზრო ფასი 22 მილიონი ევრო გახლავთ.

ხვიჩასთან და მალკომთან ერთად ათეულში შედიან: ვილმარ ბარიოსი ("ზენიტი") - 20 მილიონი ევრო, ვენდელი ("ზენიტი") - 19 მილიონი ევრო, ჯონ კორდობა ("კრასნოდარი") - 17 მილიონი ევრო, მატვეი საფანოვი ("კრასნოდარი") - 16
მილიონი ევრო, კლაუდინიო ("ზენიტი") - 16 მილიონი ევრო, დუგლას სანტონსი ("ზენიტი") - 16 მილიონი ევრო, იუსუფ იაზიჩი (ცსკა) - 15 მილიონი ევრო, მარიო ფერნანდესი (ცსკა) - 14 მილიონი ევრო.

შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ამ სეზონში 15 შეხვედრა გამართა, თავი კი 1 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.

რაც შეეხება "რუბინს", "თათრების" გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში 18 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს, ლიდერ "ზენიტის" წინააღმდეგ გამართავს.

მომზადებულია sportsdaily-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
გუშინაც დადო რუბინმა ხვიჩას ვარჯიშის ვიდეო, ისიც გადმოიტანეთ და ატეხავენ ამბავს, ვარჯიში კი არა თამაშს მიხედოსო :დ
ცნობისთვის, სანამ თამაში იქნება მანამდე ფეხბურთელები ვარჯიშიბენ, რომ ფორმაში იყვნენ და უკეთ ითამაშონ.
ხალხი ფეხბურთის საიტზე აკომენტარებს და ვარჯიშებზე გატანილ გოლზე და ვარჯიშის ვიდეოზე ღლიცინებს
Winter
12:29 03-02-2022
1
.....კიდევ ვარჯიშე, ცალკარას თამაშის დროს, ისეთი გოლები გაუტანიაა.....ბევრი ვასკვლავი ხელს მოაწერდაოოო...
შულაია
11:37 03-02-2022
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული