გერმანულმა Transfermarkt-მა სატრანსფერო ფასები განაახლა, რუსულმა sportsdaily-მ კი პრემიერლიგაში მონაწილე 10 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი დაასახელა.
ყაზანის "რუბინის" ქართველი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია მე-5 ადგილს იკავებს. მოგეხსენებათ, ჩვენებურის ფიქსირებული სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს.
1-ელ ადგილს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ბრაზილიელი ლეგიონერი მალკომი იკავებს, "ექსბარსელონელის" საბაზრო ფასი 22 მილიონი ევრო გახლავთ.
ხვიჩასთან და მალკომთან ერთად ათეულში შედიან: ვილმარ ბარიოსი ("ზენიტი") - 20 მილიონი ევრო, ვენდელი ("ზენიტი") - 19 მილიონი ევრო, ჯონ კორდობა ("კრასნოდარი") - 17 მილიონი ევრო, მატვეი საფანოვი ("კრასნოდარი") - 16
მილიონი ევრო, კლაუდინიო ("ზენიტი") - 16 მილიონი ევრო, დუგლას სანტონსი ("ზენიტი") - 16 მილიონი ევრო, იუსუფ იაზიჩი (ცსკა) - 15 მილიონი ევრო, მარიო ფერნანდესი (ცსკა) - 14 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ამ სეზონში 15 შეხვედრა გამართა, თავი კი 1 გოლითა და 2 ასისტით გამოიჩინა.
რაც შეეხება "რუბინს", "თათრების" გუნდი რუსეთის პრემიერლიგაში 18 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 28 თებერვალს, ლიდერ "ზენიტის" წინააღმდეგ გამართავს.
მომზადებულია sportsdaily-ს მიხედვით
საქართველოს ნაკრების 4 თამაშში 5 გოლი გაითანა.
თან ვის გაუტანა!