ლა ლიგის 23-ე ტურში "ვალენსიასა" და "სოსიედადის" უგოლოდ დასრულებულ მატჩში საუკეთესოები მეკარეები - გიორგი მამარდაშვილი და ალექს რემირო იყვნენ, - აღნიშნავს "მუნდო დეპორტივო".
შეხვედრის დასრულების შემდეგ Movistar LaLiga-სთან კომენტარი რემირომ გააკეთა: "მიხარია, რომ კარი მშრალად შევინახე, ეს სახლში "ბეტისთან" თასზე 0:4 წაგების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო. რატომ ვერ გავიმარჯვეთ? გოლის გატანის შესაძლებლობები გვქონდა, მაგრამ მეტოქის მეკარე მამარდაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა".
ნამატჩევს ქართველი "ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა შეაქო: "ვერ ვიტყვი, 11 თებერვალს, თასის ნახევარფინალში, "ბილბაოსთან" რომელ გოლკიპერს
დავაყენებ. მეკარეების მუშაობით კმაყოფილი ვარ და დღეს გიორგი მართლაც კარგი იყო, კარგად გაართვა თავი მოვალეობას. ხუთშაბათამდე გადავწყვეტთ, ვინ ითამაშებს ბასკებთან", - ციტირებს ბორდალასს Lasprovincias-ი.