"რატომ ვერ მოვიგეთ? კარში მამარდაშვილი იდგა" - "სოსიედადის" მეკარე

AutoSharing Option
ლა ლიგის 23-ე ტურში "ვალენსიასა" და "სოსიედადის" უგოლოდ დასრულებულ მატჩში საუკეთესოები მეკარეები - გიორგი მამარდაშვილი და ალექს რემირო იყვნენ, - აღნიშნავს "მუნდო დეპორტივო".

შეხვედრის დასრულების შემდეგ Movistar LaLiga-სთან კომენტარი რემირომ გააკეთა: "მიხარია, რომ კარი მშრალად შევინახე, ეს სახლში "ბეტისთან" თასზე 0:4 წაგების შემდეგ მნიშვნელოვანი იყო. რატომ ვერ გავიმარჯვეთ? გოლის გატანის შესაძლებლობები გვქონდა, მაგრამ მეტოქის მეკარე მამარდაშვილმა ძალიან კარგად ითამაშა".

ნამატჩევს ქართველი "ღამურების" მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა შეაქო: "ვერ ვიტყვი, 11 თებერვალს, თასის ნახევარფინალში, "ბილბაოსთან" რომელ გოლკიპერს
დავაყენებ. მეკარეების მუშაობით კმაყოფილი ვარ და დღეს გიორგი მართლაც კარგი იყო, კარგად გაართვა თავი მოვალეობას. ხუთშაბათამდე გადავწყვეტთ, ვინ ითამაშებს ბასკებთან", - ციტირებს ბორდალასს Lasprovincias-ი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მოტივირებული და მონდომებულია ჩვენი ბიჭი, ცოტასაც ნერვიულობს...
არაფერია ყველაფერი კარგად იქნება და უმაგრესი მეკარე გვეყოლება ნაკრებში
სააკაძე
12:01 07-02-2022
0
გიორგიმ ფსიქოლოგიურად თუ გაიმყარა სიტუაცია და ე.წ. ადაპტაციის პერიოდი დროულად გადააგორა ყველა მონაცემი და შანსი აქვს დიდი ფეხბურთი ითამაშოს მათ შორის უფრო დიდ კლუბებშიც თუმცაღა მიმდინარე სიტუაციის მიუხედავად არ ვალენსიას დაეწუნება არაფერ!!! წარმატებები გიო!!!
მიაწექი გიო!!!
11:11 07-02-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული