
კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა ТаТоТаке-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ჩერნომორეცში" იჯარით მოასპარეზე ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი MLS-ის ერთ-ერთ გუნდში არ გაუშვა.
- რომელიმე სერიოზული კლუბი თქვენი ახალგაზრდებით დაინტერესებული იყო?
- დიახ. მე არცთუ ურიგო წინადადება მქონდა MLS-იდან წიტაიშვილზე. მასში 3 მილიონ დოლარს მთავაზობდნენ, მაგრამ დავარწმუნე, დარჩენილიყო.
- რათა რა?
- რათა უკრაინის ჩემპიონატში განვითარდეს და "დინამოს" მწვრთნელთა მხედველობის არეში დარჩეს.