"ჩემს კარიერაში ეს შავი ლაქაა..." - კაშია განვლილ კარიერაზე საუბრობს

AutoSharing Option
ბრატისლავის "სლოვანმა" გურამ კაშიასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ფეხბურთელი სხვადასხვა საკითხზე საუბრობს.

- თქვენ საქართველოს დედაქალაქ თბილისში გაიზარდეთ, სადაც ყველაზე ძლიერი გუნდი "დინამოა". როგორ და როდის გადადგით პირველი ნაბიჯი ფეხბურთში?
- მყავს ძმა და ბაბუა, რომელიც თბილისის "დინამოს" დიდი ქომაგია. მამაჩემი რაგბის თამაშობდა. როდესაც ჩემს ძმას 9 წელი შეუსრულდა, მამას სთხოვა, რომ ფეხბურთის სინჯებზე მიეყვანა. პატარაობაში ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ გადიოდა ის ხშირად სახლიდან, მე ჯერ პატარა ვიყავი და ჩემი მშობელი არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ მეც შევძლებდი თამაშს, თუმცა ვიპოვეთ
გუნდი, სადაც მხოლოდ ჯინსითა და სასკოლო მაისურით ვითამაშე. მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა, ჩემი ინსპირაცია კი ძმა იყო, მისი ყოველთვის მადლიერი ვარ.

- როდის მოჰკიდეთ სერიოზულად ხელი ფეხბურთს?
- თბილისის "დინამოს" აკადემიაში, სადაც ამირჩიეს, მახსოვს, ასობით ქართველი ბავშვი იღებდა მონაწილეობას. მიმიწვიეს ერთკვირიან სინჯებზე, შემდეგ კი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი შემომთავაზეს. თავდაპირველად 16-წლამდელთა გუნდში გამოვდიოდი, 16 წლის ასაკში კი უკვე სარეზვერვო გუნდში აღმოვჩნდი, რაც კარიერულად დიდი ნახტომი იყო. ჩემ გვერდით იყო ჩემი ძმაც, რომელიც ძალიან მეხმარებოდა. 19 წლის ასაკში კი უკვე პირველ გუნდთან ერთად სადებიუტო შეხვედრა ჩავატარე. ნელ-ნელა მოვიპოვე ადგილი ძირითად შემადგენლობაშიც.

- შეერკინეთ თუ არა არჩევანს ფეხბურთსა და განათლებას შორის? თუ თავიდანვე ნათელი იყო, რომ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა გაიმარჯვებდა?
- სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი. მაშინდელი განათლების სისტემა საბჭოურ პრინციპებს ითვალისწინებდა, მეზიზღებოდა სკოლაში მისვლა. ამიტომ ჩემი ქალიშვილის განათლებაში მე და ჩემი მეუღლე დიდ ინვესტიციას ვდებთ. არჩევანიც არ მქონდა, რადგან კარგი აკადემიური მოსწრებით არ გამოვირჩეოდი, სპორტი უპრობლემოდ ავირჩიე. სიმართლე გითხრათ, ცოტა მრცხვენია, რომ უმაღლესი განათლება არ მაქვს, თუმცა ახლა სპორტის მენეჯმენტის სწავლა დავიწყე და ნელ-ნელა ვცდილობ, საკუთარი თავი ყოველმხრივ განვავითარო. ეს იქნება ჩემი გზა კარიერის დასრულების შემდეგ.

- თავიდანვე დაცვის ცენტრში თამაშობდით?
- ეროვნულ ნაკრებში ხშირად მარჯვენა მცველად ვთამაშობდი, თუმცა ყველაზე კარგად თავს შუა მცველად ვგრძნობ. შემიძლია თამაშის წაკითხვა, ვგრძნობ შეხვედრას, გუნდს ვაორგანიზებ. ჩემი სისწრაფიდან გამომდინარე, ყველა პოზიციაზე ერთნაირად კარგად ვერ ვითამაშებდი (იცინის). რაც ჩამოვთვალე, ჩემი თვისებებია. ბავშვობაში შემტევად თამაში მიზიდავდა. ჩემი ბაბუა თითოეულ გატანილ გოლში 25 თეთრს მაძლევდა, რაც იმის მოტივაციას მაძლევდა, რომ ახალი ბუცები უკვე ჩემით მეყიდა. მითამაშია ლიბეროდ, რადგან ყველაზე ჭკვიანი ვიყავი, თუმცა ყველაზე ნელიც.

- გახსოვთ თბილისური გუნდის შემადგენლობაში დებიუტი? 2007/08 წლებში თქვენ გუნდის ჩემპიონობაში საკუთარი წვლილი შეიტანეთ...
- 2 წლის განმავლობაში შევძელი ძირითადი ფეხბურთელი და კაპიტანი გავმხდარიყავი. სასაცილო ფაქტია, რომ ჩემი უფროსი ძმის გუნდში კაპიტანი ვიყავი (ერთად თამაშობდნენ იმდროინდელ "დინამოში"). მწვრთნელებში ძალიან გამიმართლა, ძალიან მოვწონდი, სხვა გუნდიდან მთავარში აღზევების საშუალება და მოედანზე საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მომცეს. მთელ დროს ფეხბურთს ვუთმობდი, წარმატების სურვილი არ მასვენებდა. მაშინ გავიაზრე, რომ კარგი კარიერა გამომივიდოდა. 22 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში დებიუტი მქონდა, ამის შემდეგ ევროპის კარი გამეხსნა. "დინამოში" თამაში იგივეა, როგორც სლოვაკეთში "სლოვანში" ასპარეზობა. შენ ქვეყნის დიდებულ გუნდში გამოდიხარ, ამიტომ მედია და საზოგადოება ყოველთვის ყურადღებით გაკვირდება. 3 გოლითაც რომ მოიგო, მაინც უკმარისობის გრძნობა გრჩება.

- როგორი გრძნობა იყო კაპიტნობა, სხვა ფეხბურთელების უფროსობა, მათ შორის, საკუთარი ძმისაც კი?
- სახალისოა. ერთსა და იმავე პოზიციაზე ვთამაშობდით. მატჩის მიმდინარეობისას, თუ ერთად ვთამაშობდით, ვუყვიროდი კიდევაც (იცინის). ჩვენ სხვადასხვა ტიპაჟი ვართ. ჩემგან ენერგია მოდის, რომ სხვები ავიყოლია, ჩემი დედმამიშვილი კი პირიქით - წყნარია. ბევრს ვკამათობდით სიმშვიდესა და სიწყნარეზე. ბავშვობაში ეზოში ფეხბურთს ყოველთვის საპირისპირო გუნდში ვთამაშობდით, ერთად არასდროს... ორივე გამარჯვებულის მენტალიტეტით ვიყავით დაჯილდოებული და წაგება გვეზიზღებოდა. ოჯახური კამათის მიზეზიც ეს იყო, რომ რომელიღაც მოიგო და რომელიღაცამ წააგო. ახლა ეს ყველაფერი ტკბილად მახსენდება. დედა და ბებია ჩემს ახალგაზრდულ მატჩებს ესწრებოდნენ, როდესაც ბავშვი ვიყავი. ამ ყველაფერთან შეგუება ძალიან მიჭირდა, ძალიან მინდოდა შეცდომა არ დამეშვა და მათთვის იმედები არ გამეცრუებინა, თუმცა ამ ყველაფერმა საბოლოოდ ჩემი ამჟამინდელი პიროვნება ჩამოაყალიბა. ნებისმიერ სიტუაციაში ვაფასებ ჩემს ძმასთან ურთიერთობას, მან პირველმა დამაყენა გზაზე და მისი მადლიერი ვარ. დღეს უფრო კარგად ვხვდები, თუ რაოდენ საოცარია, იყო ფეხბურთელი.

- საქართველოში ფეხბურთი ნომერ პირველი სპორტია?
- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ რაგბისა და კალათბურთში უფრო დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ასევე ვასპარეზობთ ძიუდოსა და ჭიდაობაშიც.

Sportall.Ge

- 2010 წელს ნიდერლანდებში, კერძოდ, არნემის "ვიტესში" გადახვედით. შეგიძლიათ დეტალებზე გვესაუბროთ?
- "დინამოსთან" კონტრაქტი ამომეწურა. ახალი კი შემომთავაზეს, თუმცა უარი ვუთხარი, რადგან უცხოეთში წასვლა მინდოდა. ლიგის საუკეთესო მცველადაც დასახელებული ვიყავი. ეს მაქსიმუმი იყო. როცა 22-23 წლის ხარ, კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე. ჩემთვის ეს ნიდერლანდებში წასვლა იყო, სადაც ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები მექნებოდა. "ვიტესში" თავდაპირველად ხელი 10-თვიან კონტრაქტს მოვაწერე. მოგეხსენებათ, გუნდი ქართველს ეკუთვნოდა და შანსიც მომცა. საბოლოოდ, იქ 9 ლამაზი წელი ვითამაშე.

- რამდენად სწრაფად ადაპტირ
ით ახალ კლუბთან და ქვეყანასთან?
- ფაქტობრივად, ჩამოსვლის შემდეგ რეგულარულად დავიწყე თამაში. თავიდან - მარჯვენა მცველად, 1 წლის შემდეგ უკვე კაპიტანი გავხდი. მაშინ ინგლისურიც არ ვიცოდი კარგად, თუმცა ჩემი მენტალური და ლიდერული თვისებები ყველაფერს წონიდა... მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდი და გულშემატკივრებსაც მოვწონდი. ჩემს სახელს სკანდირებდნენ, რაც დამატებით მოტივაციას მაძლევდა, რომ მოედანზე ყველაფერი დამეტოვებინა და მათთვის საუკეთესო შედეგი მომეტანა. ნელ-ნელა წარმატებით ავთამაშდით და ევროპულ ტურნირებზეც გავედით. სამწუხაროდ, საქართველოდან რთულია პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მონაწილეობა მიიღო. მინდა აქედან მადლობა გადავუხადო მათ, ვინც გვერდით მედგა.

- იშვიათია, გუნდის გულშემატკივრებმა სხვა ქვეყნიდან ჩასული ფეხბურთელი ასე სწრაფად შეიყვარონ, 1 წლის შემდეგ კი კაპიტნის სამკლაური მოგცენ. რა თქმა უნდა, პასუხი რთული იქნება, თუმცა მაინც - რამ განაპირობა "ვიტესში" თქვენი ასეთი ძლიერი პოზიცია?
- ვფიქრობ, გულშემატკივრებს შეუძლიათ დიდი ენტუზიაზმით მოთამაშე ფეხბურთელებს გაუგონ. გუნდის მიმართ ერთგული ვიყავი. მქონდა სხვა წამყვანი ევროპული ლიგიდან შემოთავაზებები, თუმცა არ წავედი. ყოველ შეხვედრაში ჩემს მაქსიმუმს ვდებდი. ზოგჯერ ამას კარგი შედეგი მოჰქონდა, ზოგჯერაც - ცუდი, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი, არასდროს დამეზოგა თავი. მაშინ საკუთარ თავსაც ვკითხე, თუ როგორ გავაკეთე ეს, თუმცა ცალსახა პასუხი ვერ გავეცი... ქუჩაში და მოედანზე გულშემატკივრებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი. "ვიტესში" ბევრი გოლი გავიტანე. ამ ყველაფერში ხალხისგან წამოსული ენერგია მეხმარებოდა.

- ინგლისურის ცუდად ცოდნა ნიდერლანდებში ჩასვლისას პრობლემას არ გიქმნიდათ? მაგალითად, როდესაც კაპიტანი ხარ და მედიის წინ რომ უნდა წარდგე?

- ჩემი ჩამოსვლის მომენტში ინგლისური ენის ცოდნას 10-ბალიანი სისტემიდან 2-ით შევაფასებდი. 3 თვის განმავლობაში დღეში 4-5 საათს ვუთმობდი  შესწავლას, რადგან კაპიტანმა ინტერვიუ პირდაპირ ეთერში უნდა მისცეს. ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ უნდა მესწავლა უცხო ენა, რათა კომუნიკაცია შემძლებოდა. ახლა საუბარი ჰოლანდიურ ენაზეც კარგად გამომდის.

- 2016/17 წლების სეზონში ნიდერლანდების თასი მოიგეთ. რა ემოცია დაგიტოვათ ამ წარმატებამ?
- "ვიტესის" ისტორია 130 წელიწადს ითვლის, თუმცა 2017 წლამდე ტიტული მოგებული არ
ჰქონდათ. ამის მიუხედავად, მაინც დიდი გუნდი იყო. ფინალის გზაზე "ფეიენოორდი" (2:0) დავამარცხეთ, გოლიც გავიტანე იმ შეხვედრაში. როდესაც მსგავსი კალიბრის მოწინააღმდეგეს ამარცხებ და მომდევნო ეტაპზე გადიხარ, თვითრწმენა გემატება. "ალკმაართან" ფინალის წინ მთელი ღამე ვერ ვიძინებდი, ძალიან ვნერვიულობდი, ქომაგების მხრიდან დიდ წნეხს ვგრძნობდი. წარმოიდგინეთ, 125 წელია გუნდს ტიტული არ მოუგია და ახლა 1 ნაბიჯში ხარ ამასთან.

მახსოვს, ფინალში კარგად ვითამაშე და 2:0 გავიმარჯვეთ, თუმცა შეხვედრით ვერ ვისიამოვნე, რადგან ჩემზე ძალიან დიდი წნეხი იყო. საფინალო სასტვენის შემდეგ უფრო მეტად ამოვისუნთქეთ, ვიდრე გავიხარეთ, რადგან 7-წლიანი მუშაობის შემდეგ, როგორც იქნა, შედეგს მივაღწიეთ. ვიცოდი, რომ ჩემი მისია შევასრულე. რთულია მსგავსი მოტივაციის მოძებნა. გუნდში კიდევ ერთ წელს დავრჩი, ევროპის ერთ-ერთი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოვიპოვეთ, შემდეგ კი ამერიკისკენ გავეშურე...

Sportall.Ge

- რამდენად რთული იყო 2018 წელს "ვიტესთან" დამშვიდობება (293 მატჩი გამართა და 24 გოლი გაიტანა)?
- გულშემატკივარმა და კლუბმა ყველაფერი კარგად გაიგ
ეს და მადლობა გადამიხადეს იმ პერიოდისთვის, რაც ერთად გამოვიარეთ. ძალიან სასიამოვნოდ დამემშვიდობნენ. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ემოციებმა გადამძლია და ამეტირა... მაგრამ წასვლის დრო იყო. ვერც კი წარმოიდგენთ, თუ როგორია 9 წელი ერთ კლუბში იყო და მთელი ამ დროის განმავლობაში 1-ლი ფეხბურთელის ფუნქციას ასრულებდე. როცა ხალხი მოედანს გარეთ მხვდებოდა, მეკითხებოდნენ, თუ რატომ წავაგეთ, რა იყო ამის მიზეზი და ა.შ. კაპიტანმა კი პასუხი ყოველთვის იცოდა. მთელი 9 წლის განმავლობაში ერთგული იყავი, სხვა უკეთესი ლიგიდან შემოთავაზებებზე უარი ვთქვი, წარმოდგენაც არ მინდოდა, რომ ჩემი თავი სხვა ნიდერლანდური გუნდის მაისურით წარმომედგინა. ამას, როგორც ღალატად, ისე ჩათვლიდნენ. ამავდროულად, არ ვფიქრობდი ფულის გამო სხვაგან წასვლაზე. ოცნება მქონდა, რომ პრემიერლიგაში მეთამაშა, თუმცა იქიდან შემოთავაზება არ მომსვლია. "ვიტესში" ლეგენდას მეძახდნენ. უზომოდ ბედნიერი ვარ იმ ლამაზი პერიოდისთვის.

- როგორი იყო ნიდერლანდებში ცხოვრება?
- შემეფერება, მირჩევნია უფრო პატარა ქალაქში ცხოვრება. არნემში მშვენივრად მოვეწყვე, ფეხბურთზეც ვკონცენტრირდი, თავისუფალ დროს დღესაც მიყვარს იქ ჩასვლა და მეგობრებთან ერთად ჩემს საყვარელ კაფეში წასვლა. იქ ბევრი ამხანაგი დავტოვე, დროდადრო ჩასვლა კი სასიამოვნოა.

- შესაძლებელია, რომ აქტიური კარიერის დასრულების შემდეგ ნიდერლანდებში დაბრუნდე?
- "ვიტესთან" ბოლო კონტრაქტის მიხედვით, კლუბში 5 წელი პლუს სამუშაო ადგილი მქონდა გარანტირებული. ვფიქრობ, ხელშეკრულება ისევ ძალაშია. ვფიქრობ, კარიერის დასრულების შემდეგ არნემულ გუნდს შევუერთდები და მოედნის გარეთ დავეხმარები, მაგალითად, სკაუტი, მწვრთნელი ან სხვა, მაგალითად, ორგანიზატორი. თუ ყველაფერი გამოვა, მოხარული ვიქნები.

- ერედივიზიონი ცნობილია შეტევითი სტილით. რას მოითხოვს მცველებისგან?
- ბურთთან კარგად უნდა იყო. ნიდერლანდებში შეტევა მცველებისგან დაახლოებით 20 გადაცემის შემდეგ იწყება. ვცდილობდი, რომ მთელი ძალით მეთამაშა; ამავდროულად, უფრო მარტივადაც.

- 2018 წელს "სან ხოსეში" გაემგზავრე
, რომელიც MLS-ში გამოდის. რატომ გადაწყვიტეთ იქ გადაბარგება?
- 90-იან წლებში ქართველებს ამერიკაში ცხოვრება სურდათ, ამერიკული ოცნება ავიხდინე... მინდოდა ახალ სამყაროსა და კულტურას გავცნობოდი. გასაკვირია, რომ ფეხბურთის ტემპითა და სისწრაფით ნიდერლანდურ ლიგაზე წინ იყვნენ. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ფეხბურთი პოპულარობის მიხედვით ჰოკეის, კალათბურთის, ბეისბოლისა და ამერიკული ფეხბურთის შემდეგ მოდიოდა. მიუხედავად ამისა, MLS-ის მარკეტინგი მაინც კარგად მუშაობდა. ამერიკულ ტელევიზიაში 24 საათი სპორტული გადაცემებია. განსხვავებით საქართველოსგან, სადაც პირველ, მეორე და მესამე ადგილებს პოლიტიკა იკავებს, აქ პირველ პოზიციას სპორტული აქტივობა იჭერს. ზოგადად პოლიტიკა მძულს. ამერიკაში გულშემატკივრებით სავსე მოედანი გამოვცადე. როგორც ვიცი, 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას იქ აპირებენ, რაც მეტწილად ფეხბურთისადმი ცნობადობას გაზრდის.

- როგორი იყო მზიან სან-ხოსეში ცხოვრება?
- კალიფორნიაში, საკუთარ
ი ოცნების ქალაქში ვცხოვრობდი. მიყვარს მზიანი ამინდი. იქ ცხოვრება ცოტა ძვირია, თუმცა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის დიდებული იყო. სამწუხაროა, რომ ბოლო წელს პანდემიის პერიოდში ვერსად გავდიოდი, სხვადასხვა შტატში ვმოგზაურობდი. მოვინახულე თეთრი სახლი, მეხუთე ავენიუ და მანჰეტენი; მივირთვი დალასური სტეიკი... ბევრი კარგი მომენტის გახსენება შემიძლია.

- თქვენი მატჩების გრაფიკი ჰოკეის გრაფი
ს თუ ავდა? ისინი ხშირად გასვლითი შეხვედრების ტურნეს აწყობენ...
- დიახ, აღმოსავლეთ სანაპიროზე 2-3 შეხვედრას ვმართავდით, შემდეგ კანადაში 10 დღით მივდიოდით. ფრენები დიდ დროს მოითხოვდა, თუმცა მეტწილად ეროვნული ნაკრების შეკრებებზე იყო ეს დამოკიდებული. მაგალითად, კვირას საქართველოში ჩავფრინდი, უკვე ოთხშაბათს კი მატჩი ჩავატარე. რა თქმა უნდა, რთულია ადაპტაცია. როდესაც ჩამოვდიოდი სპეციალურ აპლიკაციას ვხმარობდი, თუ როდის დამელია ყავა, დამეძინა, რათა დროში არსებული სხვაობა ჩემს ორგანიზმზე არ ასახულიყო, მიუხედავად ყველაფრისა, ამერიკაში გატარებულ ორ-ნახევარ წელიწადს ერთი წამითაც არ ვნანობ, ის დიდებული პერიოდი იყო.

- ხშირად MLS-ში მოთამაშე ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში თამაშს ვერ ახერხებენ, რადგან მგზავრობა დიდ დროს გრძელდება...
- ჩემს შემთხვევაში ეს ყველაფერი ასე არ ყოფილა. როდესაც ვლადიმერ ვაისს განაცხადში შევუყვანივარ, უარი არასდროს მითქვამს. არ აქვს მნიშვნ
ელობა, რამდენ ხანს გრძელდება ფრენა, ეროვნული ნაკრები ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

- ნაკრებში მალე 100-მატჩიან ზღვარს გადალახავ
...
- დიახ, უკვე 92 შეხვედრა გავმართე. 8 შეხვედრაც და ქართული ფეხბურთის ლეგენდა გავხდები. უკვე იმ "კლუბშია" ჯაბა ჯანჯავა, რომელმაც 100 შეხვედრა ჩაატარა. მჯერა, რომ შევძლებ ჩავატარო 100 მატჩი ნაკრებში. ჩემი ოჯახი ჩემით იამაყებს. რა თქმა უნდა, მეც...

- "სლოვანში" ჯაბასთან ერთად თამაშობ
, ეროვნულ ნაკრებშიც ერთად გამოდიოდით, მოედნის მიღმაც ახლოს ხართ, თუმცა, მგონი, ცოტათი განსხვავდებით...
- მე და ჯაბა ახლოს ვმეგობრობთ, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, "სლოვანშიც" ერთად გამოვდივართ. ერთნაირი მენტალიტეტი გვაქვს, რის გამოც ნაკრებში თაობათა ცვლას გადავურჩით. ეროვნულ გუნდში მე 12 წელია ვთამაშობ, ჯაბა კი 15 წელიწადი თამაშობდა. ჩვენ ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო გვინდა. ის ხშირად წყნარად ყოფნას ამჯობინებს, მე კი, პირიქით, ინიციატორი ვარ უფრო მეტად გართობის. ალბათ, ამანაც იმუშავა კარგად, რადგან ჩვენ ზუსტად ერთნაირები არ ვართ.

- როგორ მოღვაწეობ
გუნდში, სადაც ჯაბა კაპიტანი იყო, თქვენ კი ვიცე-კაპიტანი?
- ორივე კაპიტნები ვიყავით, ჯაბა ნომერ პირველი იყო, მით უმეტეს, უფროსი იყო, მე კი მას, რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემდი. როდესაც ნაკრები წავაგებდით, რაც სამწუხაროდ, ხშირადაა ხოლმე, კამერების წინ მე გავდიოდი, რადგან ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ გუნდს წარმატებისკენ ერთად მივუძღვოდით, ის პირველი იყო, მე კი - მეორე.

Sportall.Ge

- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვლადიმერ ვაისს შეხვდით, მისი მეთაურობით თქვენი ქვეყანა ისტორიულ წარმატებასთან, ევროპის ჩემპიონატზე გასვლასთან ასე ახლოს იყო, თუმცა ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდით...
- ვლადიმერ ვაისმა ჩემს პოზიციაზე პირველმა დამაყენა. ის მოედანზე და მის მიღმა კარგი ადამიანია, ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ. მისი თაოსნობით დიდი ხანი წაუგებელი სერია გვქონდა, ერთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი მოვიგეთ, გულშემატკივრები ფეხბურთს დავუბრუნეთ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან კი ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლდა... ასეთი მატჩებისთვის განსაკუთრებით დასანანია მსგავსი კალიბრის სპორტსმენების არყოლა... ჩემს კარიერაში ეს შავი ლაქაა... მოედანზე გულშემატკივარი არ დაუშვეს, თუმცა პოლიტიკური მიზნით რამდენიმეათასიანი აქციები იმართებოდა. მხარდაჭერა გვაკლდა... თუმცა ამ ყველაფერმა ჩაიარა, მოდი, მომავლისკენ ვიყუროთ.

- როგორ მოხვდით "სლოვანში"?
- მე და ვაისი ერთმანეთს ხშირად ვეხმიანებოდით. 2021 წლის მარტის თვეში ესპანეთთან 1:2 დავმარცხით. მეორე გოლი ბოლო წუთზე გავუშვი. ვლადიმერმა ამ შეხვედრას უყურა და შემაქო. თავისუფალი აგენტი ვიყავი და თუ უკვე ვეტერანი მცველი დასჭირდებოდა, გაეგებინებინა. მოგვიანებით ახლანდელი პოსტი დაიკავა და დამირეკა. არც მიყოყმანია, ისე გადმოვედი. ასევე - ჯაბაც...

- თქვენი გამოცდილების ფეხბურთელს თავის დამკვიდრება არ გაუჭირდებოდა...
- თავიდანვე თავს კარგად ვგრძნობდი, ამ ასაკში ადაპტაცია რთული აღარაა. ვიცი, სად რა და როგორ უნდა ვთქვა. ბრატისლავაში ცხოვრება მშვენიერია. რაღაცით თბილისსაც წააგავს, ნებისმიერ ადგილზე მისვლა მარტივია, საცხოვრებლად მშვენიერი ადგილია, მშვიდი და წყნარი ქალაქი თბილი მცხოვრებლებით.

- ბრატისლავაში ოჯახთან ერთად ცხოვრობთ?
- გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობდი, სექტემბერში კი ჩემს გოგონას საქართველოში სკოლა დაეწყო. უკვე 5 სასწავლებელი გამოიცვალა და აღარ გვინდა, სხვაგან გადავიყვანოთ. საქართველოში ძალიან კარგი სკოლა ავურჩიეთ და იქ სწავლობს დღეს. 8 წლისაა და მასწავლებელს სამუშაო აპლიკაცია (job application) გადაუგზავნა. მასწავლებელმა მეილზე მოგვწერა, რომ არ სჯეროდა, რომ მან გააკეთა ეს... ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი იყო. ძალიან მიყვარს ჩემი ოჯახი...

მომზადებულია skslovan-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 17 /
რა არ მესმის კაშიასი იცით, ცდილობს შეეხოს ისეთ თემას რისი არ არც ცოდნა აქვს და არც იმდენი ინტელექტი რომ ლოგიკური დასკვნა გააკეთოს, ასაკით ცოტა მასზე უფროსი ვარ და ჩვენ დროს სკოლაში უნივერსიტეტში და ასე შემდეგ განათლების დონე დაეცა არც ეხლაა უკეთესი უარესი თუ არა, თუმცა მაშინ მიზეზი კიდევ სხვა იყო უკიდურესი გაჭირვება ომებ გამოვლილი ქვეყანა ვინ რას აკეთებდა სკოლას ისე ვაცდენდით არავინ არაფერს არ გვეკითხებოდა, მაგრამ საბჭოთა განათელბა რა შუაშია არ მესმის, საბჭოთა სასკოლო განათლების დონე ერთ-ერთი მსოფლიოში აღიარებული იყო და ზოგადად საბჭოთა კავშირის დროს რომ საქართველოში სამეცნიეტო მოღწევები იყო ნუ ხელოვნებაზე ხომ საერთოდ აღარც ვსაუბრობ მასეთი ბევრ ქვეყანაში არ იყო, ნონა გაფრინდაშვილის თქმის არ იყოს მაშინ საქართველო ამ კუთხით ყვაოდა და ამ ახალი თაობის ის ნაწილი ძირითადად ისეთი ოჯახებიდან რომ მოდიან სადაც არ ყავდათ არც მეცნიერები არც ხელოვანები და ამის ტირაჟირებას რომ ეწევიან და ასე ადვილად რომ მიიღეს ეს შემოგდებული მდაბიო მოსაზრება სად გაიზარდნენ სულ მიკვრის, კაშიას რომ გონია შვილი მაგარ სკოლაში დამყავსო მასეთი დონე მეტი თუ არა იმ წლებში ყოველ საშუალო სკოლაში იქნებოდა უბრალოდ უკვე იმიტომ რომ რაოდენობრივად მეტი მაღალი დონის მასწაველებელი იყო, შორს რომ არ წავიდეთ თვაისივე სფეროში რომ დავრჩეთ იქ ერთ თაობაში გამოიზარდა ყიფიანი,ჩივაძე,შენგელია,დარასელია,სულაქველიძე,გაბელია,გუცაევი ცოტა წინ მაჩაიძე ასათიანი და ასე შემდეგ აი ასე იყო სხვა სფეროშიც და უნდა ხედავდე გურამ თუნდაც შენ დონეს და ჩივაძის დონეს აი ასეთი სხვაობა იყო და არის სამწუხაროდ თორემ საბჭოთა კავშირის ბევრ მინუსზეც შეიძლება საუბარი უბრალოდ ამაზე მოაზროვნე ხალხი უნდა საუბრობდეს და არა შენაირი კაცი ყვოელ ინტერვიუში ამოჩემებული სიტყვებით რომ ლაპარაკობ ერთნაირი მენტალიტეტი და ათასი მსგავსი სისულელე.
ნიკო
14:18 10-02-2022
23
დიდებული კარიერა! გილოცავ გურამ! შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
14:14 10-02-2022
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული