თბილისის დროით 00:30 საათზე ესპანეთის თასის ნახევარფინალური მატჩი დაიწყება „ბილბაოსა“ და „ვალენსიას“ შორის. სტუმართა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილი „სოსიედადთან“ ჩატარებული კარგი შეხვედრის შემდეგ კვლავ სასტარტოში დააყენა.
შეგახსენებთ, ბასკურმა გუნდმა თასიდან "რეალი" და "ბარსელონა" გამოაგდო. ასე რომ, ქართველ მეკარეს სერიოზული გამოცდა ელის.