ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „სერენმა“ მეორე პოზიციაზე მყოფ „ანტვერპენს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.
მიქაუტაძეს ჰარუნი და ალმეიდა მეურვეობდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. ქართველმა პირველად მხოლოდ მე-20 წუთზე შეძლო ბურთის დარტყმა - არაზუსტად. სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგიმ ისევ ვერ გამოიყენა მომენტი. 63-ე წუთზე მსაჯმა „ანტვერპენის“ ტანზანიელი თავდამსხმელი სამატა უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. "სერენს" თითქოს შანსი გაუჩნდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და დამარცხდა.
მიქაუტაძემ ჟუპილერ ლიგის
21 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო „სერენი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 18 თებერვალს გასვლაზე „გენტს“ შეხვდება.