მიქაუტაძის "სერენი" სახლში კაცნაკლულ "ანტვერპენთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „სერენმა“ მეორე პოზიციაზე მყოფ „ანტვერპენს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

მიქაუტაძეს ჰარუნი და ალმეიდა მეურვეობდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. ქართველმა პირველად მხოლოდ მე-20 წუთზე შეძლო ბურთის დარტყმა - არაზუსტად. სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგიმ ისევ ვერ გამოიყენა მომენტი. 63-ე წუთზე მსაჯმა „ანტვერპენის“ ტანზანიელი თავდამსხმელი სამატა უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. "სერენს" თითქოს შანსი გაუჩნდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში გოლი გაუშვა და დამარცხდა.

მიქაუტაძემ ჟუპილერ ლიგის
21 მატჩში 8 გოლი გაიტანა, ხოლო „სერენი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 18 თებერვალს გასვლაზე „გენტს“ შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
22 შეშა იდო მოედანზე მაგას თამაში არ ერქვა... სასწრაფოდ უნდა გამოიცვალოს გუნდი გიომ, ყველა მიღებაზე იგრძნობოდა სხვებისგან განსხვავებული კლასი და პოტენციალი.
რუსთავი
13:45 12-02-2022
0
ეჰჰ გავარდნენ ესენი და ეგაა :((
bejo
02:20 12-02-2022
0

სიახლეები პოპულარული