ავსტრალიის ლიგის მე-14 ტურში ბექა მიქელთაძის "ნიუკასლ ჯეტსი" "მელბურნ ვიქტორის" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, მეორე ნახევარში ვალენტინო უეილმა 57-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, 70-ე წუთზე კი ბექამ პენალტის ნიშნულიდან საკუთარი გუნდი დააწინაურა.
მიქელთაძეს 8 შეხვედრაში 7 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა დაუგროვა, ქართველი ფორვარდი მართლაც, რომ ჩინებულ ფორმაშია.
რაც შეეხება უშუალოდ გუნდს, "ნიუკასლი 11 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 18 თებერვალს, "მელბურნ სიტისთან" გამართავს.