შოთა არველაძის "ჰალი" მიჯრით მესამედ დამარცხდა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიფის 31-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ საკუთარ მოედანზე ლიდერ „ფულჰემთან“ 0:1 დამარცხდა.

გოლი 57-ე წუთზე სერბმა თავდამსხმელმა ალეკსანდერ მიტროვიჩმა გაიტანა.

არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალ სიტიმ“ ჩემპიონატის 4 მატჩიდან 1 მოიგო და 3 წააგო.

„ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა, 32 ქულით მე-19 ადგილზეა და 15 თებერვალს სტუმრად „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
და რა იყო რა ნახეთ რამ დაგბოღმათ ბიჭოოო ??? აი ვინც შოთაზე ასე იარყოფითად წერთ შთაბეჭდილება მრჩება რო შეუმდგარი ხალხი ხართ … მოსამზადებელი ეტაპი არ გაუვლია გუნდთან ერთად და თვითონ არ დაუკომპლექტებია გუნდი სხვას რას უნდა ველოდოთ ?? ან ცხადაძემ რა დაგიშავათ და ან საერთოდ კობი რა შუაშია ეხლაა ?? ხო არ გაჟრიალებთ ლაწირაკებო შუღლს ნუ აღვივებთ … მერე ვიღაც გამოვარდება კობიზე დაწერს სისულელეს … თვენნაირების ბრალია წინ რო ვერ მიდის ქვეყანა დაბოღმილი შეუმდგარი ხალხის ბრალია …
bejo
23:07 12-02-2022
6
სამწუხაროდ , ისე ვერ მიდის არველაძის გეგმები , როგორც მას უნდოდა . ინგლისია , შეიძლება პრემიერლიგა არაა , თუმცა ჩემპიონშიპიც ძალიან რთული ტურნირია , დაქვეითებული და აღზევების მსურველი გუნდების ომია მთელი წელი და ამას პლიუს გუნდები , რომლებიც თითქის სულ მანდ თამაშობენ . იმედია გამოსავალს იპოვის , ქართველის წარმატება ყველგან გამიხარდება , თუმცა ჩემი აზრით პირველი წაგებული თამაშის მერე , ჯობდა ფეხბურთელებზე არ ესაუბრა , ჩემზე ბევრად დიდი გამოცდილება აქვს სპორტში , ღიად დადანაშაულება , გუნდს აზიანებს , მაგის გამო კუმანი გაუშვა ბარსელონამ და ვან-გაალი ბაიერნმა და მანჩესტერმა , ნუ მიბაძავ შოთა მაინცადამაინც მასწავლებლებს, პირიქით კბილებით დაიცავი შენი ფეხბურთელები და ყველაფერი კარგად იქნება , წარმატებები!!!
ATP 16
23:24 12-02-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული