მამარდაშვილი უშეცდომო იყო, "ვალენსია" დამარცხდა და "ბარსელონასთან" მატჩი ელის

AutoSharing Option
ლა ლიგის 24-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ალავესთან“ 1:2 დამარცხდა, რომელმაც ნოემბრის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე ჩემპიონატზე მერვე მატჩი ჩაატარა და ურიგოდ არ გაისარჯა. პირველ ტაიმში მან ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, გაშვებული გოლი კი მისი ბრალი არ იყო - ხოსელუს დარტყმული ბურთი ნახტომში მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ლუმმა დააასწრო.

მე-60 წუთზე გედეშმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. 76-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი უკვე სტუმართა კარში დაინიშნა და ხოსელუმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ვალენსია“ გასვლაზე ზედიზედ მესამედ დამარცხდა, 30 ქულით მე-12
ადგილზეა და 20 თებერვალს „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

ვიტორია-გასტეიზი. "მენდისოროსა". 12 845 მაყურებელი
ალავესი - ვალენსია 2:1
გოლი: 1:0 ლუმი (14), 1:1 გედეში (62, პენ), 2:1 ხოსელუ (76)

მკითხველის კომენტარები / 4 /
რა თქმა უნდა მამარდა უშეცდომო იყო აქ ორი აზრი არაა, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი მოკრძალებულად, როცა ამხელა გაბარიტები გაქ იქნებ 11 მეტრიანზე ჯობია დარტყმას დაელოდო და მერე ირეაგირო ვიდრე წინასწარ აირჩიო კუთხე? თუმცა თერთმეტმეტრიანის გაშვებაში დედამიწის ზურგზე ვერცერთ მეკარეს ვერავინ დაადანაშაულებს.
ტტტ
19:53 13-02-2022
2
ს ა ზ ი ზ ღ ა რ ი!
მხოლოდ ამ სიტყვით შეიძლება ვალენსიას თამაშის შეფასება.შემთხვევამ პენალტი აჩუქათ,ანგარიში სრულიად დაუმსახურებლად გაათანაბრეს და მაინც უარი თქვეს ფეხბურთის თამაშზე.შედეგად სრულიად უაზრო პენალტი აიკიდეს და ის მიიღეს,რასაც იმსახურებდნენ:-წააგეს!გიორგის ხათრითაც კი,მათ ქულის გადარჩენას ვერ ვუსურვებდი.გიორგის თამაში,ალბათ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო,ვალენსიას თამაშში.შეცდომა არ დაუშვია და გოლებში ბრალი არ მიუძღვოდა.შესაძლოა ბილბაოსთან თამაშმა იმოქმედა,მაგრამ უაზროდ,ასე უჯიგროდ თამაშის გამართლება შეუძლებელია.ვინც თამაშს უყურა,ვფიქრობ ყველა დამეთანხმება.
სოსო
19:50 13-02-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული