ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქეცბაია წაუგებელი სერიისთვის და საბა ისევ გასატანად - ქართველების ორშაბათი

AutoSharing Option
ორშაბათს, 14 თებერვალს, ქართველი გულშემატკივრებისათვის საინტერესო შეხვედრები თურქეთსა და კვიპროსში გაიმართება.

საბა ლობჟანიძის "ჰათაისპორი" სუპერლიგის 25-ე ტურში "გიოზთეფეს" დაუხვდება. ქართველი ლეგიონერის კლუბი სატურნირო ცხრილის  შუაშია, არადა, ერთი პერიოდი ლიდერებშიც ტრიალებდა. საბას 6 გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით თურქეთის ჩემპიონატში მშვენიერი სეზონი აქვს, თუმცა 16 იანვარს "გალათასარაისთან" შესრულებული დუბლის შემდეგ ზედიზედ 4 შეხვედრაში თავი არ გამოუჩენია.

მატჩი ჩვენი დროით 21:00 საათზე დაიწყება.

თემურ ქეცბაია და მისი "ანორთოსისი" კი წაუგებელი სერიის 12 მატჩამდე გაზრდას ეცდებიან - საკუთარ მოედანზე ნიქოზიის "ოლიმპიაკოსთან".

გიორგი ლორიას
ძირითად შემადგენლობაში ველით. ფამაგუსტის კლუბი კვიპროსის ჩემპიონატში მე-6 ადგილს იკავებს და ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ლიდერთა შორის უნდა იყოს.

შეხვედრა 20:00 საათზე (თბილისის დრო) აიღებს სტარტს.

Sportall.Ge

ამ დაპირისპირების დასრულების შემდეგ (22:15 სთ) გიორგი ქვილითაიას, თორნიკე ოქრიაშვილისა და ბუბა დაუშვილის აპოელ-ი ლარნაკას აეკ-ს საკუთარ მოედანზე შეეჯიბრება. ნიქოზიელები მეორეადგილოსან მეტოქეს 3 ქულით ჩამორჩებიან. 

მოგეხსენებათ, გასულ ტურში ოქრიაშვილმა გაიტანა, მანამდე კი ქვილითაიას მშვენიერი სერია ჰქონდა - მიმდინარე სეზონში უკვე 7 გოლისა და 3 საგოლე პასის ავტორია.

altქეცბაიას მარცხი დაავიწყდა, თუმცა ჯერ ლიდერობაზე არ ფიქრობს

altსეტყვამაც ვერ შეაჩერა - ოქრიაშვილის გოლი და "აპოელის" მიჯრით მეოთხე გამარჯვება [VIDEO]

altქვილითაიამ "აპოელს" ოპტიმიზმი მოუტანა - კვიპროსული მედია მატჩის წინ