"ასე ვეღარასდროს გაყიდით" - რუსი გულშემატკივრები სლუცკის განცხადებას გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში "რუბინმა" "კრილია სოვეტოვი" 5:0 გაანადგურა. გოლები ანდერს დრეიერმა (3), ბომ ხვანგმა და გეორგი ზოტოვმა გაიტანეს.

სამწუხაროდ, პირველ ტაიმში ხვიჩამ დისკომფორტი იგრძნო, რის გამოც შეცვალეს. "თათრების" მწვრთნელის, ლეონიდ სლუცკის თქმით, ეს ტრავმა პერმანენტულია და "კვარას" ამ პრობლემასთან ერთად თამაშის სწავლა მოუწევს.

რუსულ პრესაში ამ არასასიამოვნო ამბავს გულშემატკივრები გამოეხმაურნენ:

"ესაა მიზეზი, რის გამოც ხვიჩა რუსეთის პრემიერლიგაში ჩარჩა?"

"ასეთი ახალგაზრდაა და უკვე ტრავმისკენაა მიდრეკილი... მარტივია მიზეზი, რის გამოც აღარ ვქომაგობ";

"ფაქტობრივად, სლუცკიმ თქვა, რომ ხვიჩას მუხლზე პერმანენტული ტრავმა აქვს,
რომელიც სამუდამოდ შეაწუხებს... "რუბინი" მის ძვირად გაყიდვას კიდევ გეგმავს?"

"როგორც ჩანს, "ქართველ ფიგუს" მეტი აღარ გამოუვა";

"სამწუხაროა, ასე ვეღარასდროს გაყიდით".

როგორც ჩანს, "რუბინის" რუსმა გულშემატკივრებმა ქართველი ლიდერის მიმართ ნდობა დაკარგეს, რაც ხვიჩამ აუცილებლად უნდა აღიდგინოს.

შეგახსენებთ, "თათრების" გუნდი პრემიერლიგის მე-19 ტურის შეხვედრას 28 თებერვალს, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" წინააღმდეგ გამართავს, ლიდერის წინააღმდეგ გატანილი გოლი კი ყველაფერს გამოასწორებს.

altსლუცკიმ ხვიჩაზე არასასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა

მკითხველის კომენტარები / 21 /
ხვიჩას და სხვა ჩვენ ფეხბურთელებს რაც ემართებათ მარტო ფეხებში ჩარტყმების ბრალი არაა! ყველამ იცის თუ არა გაგებული მაინც ექნებათ რამდენს ურტყამდნენ ფეხებში მაგალითად ვოვა გუცაევს ! თითქმის ყველა თამაშს სისხლიანი და დასიებული ფეხებით ამთავრებდა მაგრამ შემდეგ თამაშში ისევ გამოდიოდა ვითომც არაფერი და ცეცხლს ანთებდა ორივე ფლამგზე(თუმცა ტრავმების გამო მაინც ასზე მეტი თამაში აქვს გამოტოვებული) და რატომ ხდებოდა ასე ? იმიტომ რომ იმ დროს ბავშვებს კვება და გაზრდა ქონდათ უკეთესი --ნატურალური პროდუქტები ნატურალური წვენები და ტკბილეულიც კი !მაგალითად მაშინ პატარა ქილებში რომ იყიდებოდა ვაშლის წვენი და უბრალო გემატოგენში (ასევე ყველა მაღაზიაში რომ იყიდებოდა) იმდენი სასარგებლო ნივთიერება და ვიტამინები იყო დღევამდელი ქიმია "ვიტამინებში" იმის ნახევარიც არაა ! და დღეს რა ხდება ? რა და უკვე 30 წელია ბავშვები საშინლად იკვებებიან -ღარიბი ოჯახის შვილები ხშირად ცარიელ პურზე იყვნენ და არიან და შეძლებული ოჯახის ბავშვები კი მოდას არიან აყოლილი და მუცელს ივსებენ ბიგმაკებით შემწვარი კარტოფილის პაკეტებით და სხვა ცომეულით და საეჭვო წარმოშობის ცხიმზე მომზადებულ "საჭმელებით" ცილების ნასახი რომ არაა იქ ! უკეთეს შემთხვევაში სტეიკებიც აქვთ მენიუში და ყველამ იცის როგორ კეთდება ის სტეიკები --ხორცის 10-12 % ზე მეტი რომ არაა იქ და დანარჩენი ათასნაირი საწამლავია @ ის კი არა ნატურალურ ხილზეც ხშირად ამბობენ უარს და სხვადასხვა ასევე საეჭვო წარმოსობის "შოკოლადებს" ჭამენ @ როგორ უნდა გაიზარდოს ჯანმრთელი ძვლები და სახსრები ცილები თუ არ მიიღო ბავშმა ??? გახსოვთ ჩაკვეტაძემ როგორ მიიღო ის ტრავმა ლამის კარიერა რომ დაუნგრია ? --თანაგუნდელი დაეჯახა აუტზე გადაგდებულ ბურთისკენ რომ გაიქცნენ ერთდროულად და იმის მუხლი ჩაკვეს მუხს მოხვდა ცოტათი და ამის მერე რაც მოხდა ვიცით @ 50 წლის წინ ბავშვებს ძალით აჭმევდნენ ხორციან სუპებს მანის და გერკულესის ფაფებს და იმიტომაც იზრდებოდნენ ჯანმრთელები და ძლიერი სახსრებით და ძცლებით ! და აბა ეხლა გაბედოს მშობელმა და ძალით აჭამოს რამე ეგეთი ბავშვს ! ეგრევე გაიქცევა ოჯახიდან ბავშვი და "უფლებადამცველი არასამთავროები" უჩივლებენ იმ ოჯახს "ბავშზე ძალადობის" გამო და შეიძლება დაიჭირონ იმ ოჯახის წევრები !!
zura222
18:23 15-02-2022
3
მორჩა ამ ბიჭის დიდ ფეხბურთზე ჩვენი ოცნება! სამწუხაროდ!ამ დ.ამპალ რუსეთში ჩვენი ტალანტების დამარხვა წარმატებით გრძელდება რუსეთში!... ასათიანი, ჯანაშია, ანანიძე აგერ უკვე კვარაცხელია... ჭკუას ვერ ვსწავლობთ ქართველები სამწუხაროდ ისევ საუკუნეებია წრეზე დავდივართ ერთი და იგივეზე კისერს ვიტეხავთ, მაგრამ ჩვენსას მაინც არ გიშლით!........
გულშემატკივარი
14:40 15-02-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული