ლორია: ფანტასტიკურია - მეგობრების წინააღმდეგ ძალიან მოტივირებული ვიყავი

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე აპოელ-თან მოგებულ მატჩში (2:0) "ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორიამ რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კომენტარი გააკეთა:

"ეს ფანტასტიკური გრძნობაა. აპოელ-ი დიდი გუნდია და მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. ეს ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო, ვინაიდან მოვიგეთ და გოლი არ გავუშვი. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

ჩემი მეგობრების წინააღმდეგ დამატებით მოტივირებული ვიყავი, ისინი ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან. ამ მატჩის მოგება გვინდოდა. ჩემი ძალიან კარგი მეგობრების წინააღმდეგ ძალიან მოტივირებული ვიყავი.

მომავალ ტურში ლიდერ "აპოლონს" შევხვდებით. მადლობელი ვართ გულშემატკივრების, რომლებიც მოვიდნენ და
იმათიც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლეს მოსვლა", - ციტირებს ლორიას 24sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ გიორგი, არც მწვადი არც შამფური, ნეტა ასეთი დიპლომატიური პოლიტიკაშიც ვიყოთ.
გიზოგ
11:54 18-03-2022
0
გაიხარე ლორი ჯიგარ წარმატებები
kaka
15:38 18-02-2022
0

სიახლეები პოპულარული