ქეცბაია: ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
აპოელ-თან ნამატჩევს (2:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა:

"ვულოცავ გუნდს. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. შანსი გვქონდა და ვთვლი, რომ საუკეთესოდ გამოვიყენეთ. ვინც სასტარტოში იყო და ვინც შეცვლაზე შევიდა, ძალიან კარგად ითამაშეს. აპოელ-ი დიდი გუნდია, ზეწოლას ახორციელებდა, მაგრამ გავუძელით. გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივრებს ვუძღვნით, რომლებიც საქომაგოდ ჩამოვიდნენ. აქ აპოელ-ის ძლევა ადვილი არ არის, მით უმეტეს, წარმატებული სერიის შემდეგ. ვაჩვენეთ, რომ კარგი გუნდი გვყავს და გრძელი სათადარიგოთა სკამი გვაქვს. ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ყოველთვის, როდესაც ასეთ გუნდს ამარცხებ, ეს არა მარტო სამი ქულა,
არამედ ფსიქოლოგიური მომენტიცაა, რაც "აპოლონთან" მომავალ შეხვედრაში წაგვადგება. ასევე რთული დაპირისპირება გველის, თუმცა დავამტკიცეთ, რომ არავისი გვეშინია.

თამაში ოთხი კვიპროსელით დავიწყეთ და შვიდით დავასრულეთ. ყველამ თავი კარგად წარმოაჩინა. ჩვენთვის ფეხბურთელის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ იმსახურებს, ვათამაშებთ. დღეს არსებითი ცვლილებები მოხდა. სასიამოვნოა, რომ ბიჭები მზად არიან და გუნდის დახმარების შესაძლებლობას ელიან", - ციტირებს ქეცბაიას goal.philenews-ი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ქეც ნამდვილი პროფესიანალიხარ გმერტი დფარავდეტ .....
aron
09:11 18-02-2022
0
იმ კომენტარებს რასაც ვწერ- ამ აზრზე პირველად საქართველო-ირლანდიის თამაშზე(0:0) დავდექი.
ჩვენ გვყავდა მოედანზე კიტეიშვილი-ჯანო-ოქრიაშვილი-ყაზაიშვილი-ქვილითაია.
ამათგან ფეხბურთს მარტო კიტეიშვილი თამაშობდა,სხვები კი ფეხში პასს უგორებდნენ ერთმანეთს პენსიონრებივით და გაქცევით ვერ გარბოდნენ. ეს თამაში კორონას დაწყებამდე იყო და მის მერე არცერთს სისწრაფე არ მომატებია და რა უნდათ ნაკრებში?
გაგვანებეთ თავი ამ კვიპროსის ბანდამ(თემურს რო გაანებეთ იხეირა)
კიდე სხვებმა ვინც ვერ თამაშობთ-აბურჯანიებმა,ჩაბრაძეებმა,ყაზაიშვილებმა და ა.შ.
თქვენით მიხვდით რო წვალობთ და წადით,გზა დაუთმეთ ახალგაზრდებს- ხვიჩას,წიტაიშვილს,მიქაუტაძეს,ჩაკვეს და ახალგაზრდულიდან კიდე მაგარი ბიჭები მოდიან..
თქვენ კიდე რა გინდათ-ჩამოვა ელიფ ელმასი დღეს რო ბარსას დაცვა აცურავა საჯდომზე და კიდე გაგიბაბანებთ.გინდათ რო "მაკედონიის ბულკების" სახელით დარჩეთ ისტორიას?
ადმინ გაუშვი კაცურად-აქ იმასაც წერენ ზოგი ჯანო აღიდგენს ფორმას და დიდი ძალააო.
ჯანო როცა ფორმაში იყო მაშინ თამაშობდა ფეხში პასის გაგორობანას და სპარტაკის სკამს ხეხავდა-ამათ ნამუსი არა აქვთ,ეს ოქრი თვითონ ვერ ხვდება რო ვერ დარბის?თუ რადგან საწყალი ცისკარიძე მიაჩმორა ავტობუსში სულ ნაკრებში უნდა იყოს?
Levani
01:27 18-02-2022
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული