ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ქეცბაია: ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
აპოელ-თან ნამატჩევს (2:0) ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა:

"ვულოცავ გუნდს. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. შანსი გვქონდა და ვთვლი, რომ საუკეთესოდ გამოვიყენეთ. ვინც სასტარტოში იყო და ვინც შეცვლაზე შევიდა, ძალიან კარგად ითამაშეს. აპოელ-ი დიდი გუნდია, ზეწოლას ახორციელებდა, მაგრამ გავუძელით. გამარჯვებას ჩვენს გულშემატკივრებს ვუძღვნით, რომლებიც საქომაგოდ ჩამოვიდნენ. აქ აპოელ-ის ძლევა ადვილი არ არის, მით უმეტეს, წარმატებული სერიის შემდეგ. ვაჩვენეთ, რომ კარგი გუნდი გვყავს და გრძელი სათადარიგოთა სკამი გვაქვს. ჩემპიონობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ყოველთვის, როდესაც ასეთ გუნდს ამარცხებ, ეს არა მარტო სამი ქულა,
არამედ ფსიქოლოგიური მომენტიცაა, რაც "აპოლონთან" მომავალ შეხვედრაში წაგვადგება. ასევე რთული დაპირისპირება გველის, თუმცა დავამტკიცეთ, რომ არავისი გვეშინია.

თამაში ოთხი კვიპროსელით დავიწყეთ და შვიდით დავასრულეთ. ყველამ თავი კარგად წარმოაჩინა. ჩვენთვის ფეხბურთელის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ იმსახურებს, ვათამაშებთ. დღეს არსებითი ცვლილებები მოხდა. სასიამოვნოა, რომ ბიჭები მზად არიან და გუნდის დახმარების შესაძლებლობას ელიან", - ციტირებს ქეცბაიას goal.philenews-ი.

ასევე დაგაინტერესებთ